ავტორი:

GORBI-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, "ნაციონალურ მოძრაობას“ - 23%

GORBI-ს კვლევის თანახმად, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, "ნაციონალურ მოძრაობას“ - 23%

ტელეკომპანია "იმედი“ GORBI-ს მიერ ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევას აქვეყნებს.

საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრ GORBI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, კითხვაზე, "დღეს რომ ტარდებოდეს საპარლამენტო არჩევნები, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?“, შეწონილი მონაცემებით და ალოკაციის მეთოდით პასუხები ასე გადანაწილდა: დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, "ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა გამოკითხულთა 52%, "ნაციონალურ მოძრაობას“ მხოლოდ 23%. რაც შეეხება სხვა პარტიებს, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, რესპონდენტთა 3-3% ამბობს, რომ ხმას მისცემდა "ლელოს“, "სტრატეგია აღმაშენებელს“, "პატრიოტთა ალიანსს“, "ევროპულ საქართველოს“, "გირჩი - მეტი თავისუფლებას“, რომელსაც 1%-ით ჩამორჩება "გირჩი“, გამოკითხულთა 2% უჭერს მხარს, ისევე როგორც ალეკო ელისაშვილის "მოქალაქეებს“. 1-1%-იანი მხარდაჭერა აქვთ "ლეიბორისტულ პარტიას“ და გახარიას პოლიტიკური მოძრაობას "საქართველოსთვის“.

გამოკითხულთა 4% კი ამბობს, რომ სხვა პარტიას მისცემდა ხმას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევა ტელეკომპანია "იმედის“ დაკვეთით საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრმა, GORBI-მ ჩაატარა. ქვეყნის მასშტაბით მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევით, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საველე სამუშაოები GORBI-მ 17-30 ნოემბერს ჩაატარა. კვლევის ცდომილების ზღვარია +/- 2.5%.