ავტორი:

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი დააკავა

ბათუმში სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის გიორგი კირთაძეზე თავდამსხმელი პირი დააკავა.

იოსებ სირაბიძე საგამოძიებო სამსახურშია გადაყვანილი.

საგამოძიებო სამსახურში გამოკითხვაზე გიორგი კირთაძეც იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრს და ბათუმში, ამავე პარტიის ორგანიზაციის თავმჯდომარეს, გიორგი კირთაძეს თავს გუშინ დაესხნენ. ჟურნალისტებთან საუბრისას მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა და კვერცხები დაუშინა. გიორგი კირთაძე ამბობს, რომ აღნიშნული პირის უკან სუს-ი დგას.