ავტორი:

ვინ არის 39 წლის გვარამ ხანდამიშვილი, რომელიც არგენტინაში საქართველოს ელჩად დაინიშნა - ახალგაზრდა დიპლომატის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და ოჯახური ფოტოები

ვინ არის 39 წლის გვარამ ხანდამიშვილი, რომელიც არგენტინაში საქართველოს ელჩად დაინიშნა - ახალგაზრდა დიპლომატის მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება და ოჯახური ფოტოები

არგენტინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად 39 წლის გვარამ ხანდამიშვილი დაინიშნა. მას ცოტა ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა.

ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და არგენტინის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკას, მათ შორის, პოლიტიკური, ეკონომიკური, საგანმანათლებლო, კულტურული და სოფლის მეურნეობის მიმართულებებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.

  • გვარამ ხანდამიშვილს აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება

იგი წლების განმავლობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე, აგრეთვე, საქართველოს დიპლომატიურ მისიებში საზღვარგარეთ. 2021 წლის აგვისტოდან 2022 წლის დეკემბრამდე იყო გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე.

2003 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი, 2005 წელს მინიჭებული აქვს ამავე უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

აგრეთვე, 2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი იურისპრუდენციის მიმართულებით. 2017 წელს მიენიჭა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სადაც სწავლობდა განათლების საერთაშორისო ცენტრის დაფინანსებით, სპეციალობა - საერთაშორისო საჯარო პოლიტიკა.

ხანდამაშვილს ჰყავს მეუღლე, თამარ ზურაბიშვილი და ერთი შვილი. როგორც ახალგაზრდა დიპლომატის ქონებრივი დეკლარაციიდან ირკვევა, რომელიც 2021 წელს არის შევსებული, მისი მეუღლე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი გახლდათ.

კერძოდ, აღნიშნული უწყებიდან ზურაბიშვილს (ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) 2020 წელს მიღებული აქვს 18 295 ლარი.

რაც შეეხება თავად ხანდამიშვილის დეკლარაციას, რომელიც საკმაოდ მწირია - მას ერთი ბინა უფიქსირდება თბილისში, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცა, ასევე ავტომობილი ჰონდა, რომელიც 6000 დოლარად აქვს შეძენილი. ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას ხანდამაშვილს 2020 წელს მიღებული აქვს 42 451 ლარი.