ავტორი:

"ეს თასი ყველასია, ის ეკუთვნის დიეგოს, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა..." - ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

"ეს თასი ყველასია, ის ეკუთვნის დიეგოს, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა..." - ლეო მესი მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ ემოციურ პოსტს აქვეყნებს

მსოფლიო ჩემპიონატის ტრიუმატორის, არგენტინის ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გენიალური ლეო მესი სოციალურ ქსელში ემოციებით სავსე პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მოპოვებული თასი ყველა არგენტინელს ეკუთვნის.

"თითქმის 30 წელია, თითქმის სამი ათწლეულია, რაც ბურთი მაძლევს ბევრ სიხარულს და ასევე მწუხარების მომენტებსაც. მე ყოველთვის მსურდა ვყოფილიყავი მსოფლიო ჩემპიონი და არასდროს მითქვამს უარი ამ სურვილზე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შეიძლება ეს არასდროს მომხდარიყო.

ეს თასი ყველასთვისაა, იმ არგენტინელი სპორტსმენებისთვის, რომლებმაც წინა მსოფლიო ჩემპიონატებზე ის ვერ მოიპოვეს. ყველა იმსახურებდა მას, იბრძოლეს ბოლომდე, იშრომეს და ძალიან სურდათ. ჩვენ ეს დავიმსახურეთ თუნდაც 2014 წელს ბრაზილიაში, იმ დაწყევლილ ფინალში.

ეს თასი ასევე ეკუთვნის დიეგოს, რომელიც ზეციდან გვამხნევებდა, ეკუთვნის ყველას ვინც მხარს უჭერდა ეროვნულ გუნდს ყველანაირი შედეგის მიუხედავად, ვისაც მაშინაც არ შეუწყვეტია ჩვენი მხარდაჭერა, როცა ყველაფერი ისე არ მიდიოდა როგორც ჩვენ გვსურდა. ეს ეკუთვნის ყველა ადამიანს, რომელიც მუშაობს ეროვნულ ნაკრებში, მწვრთნელს, მთელ სტაფს, მათ ვინც ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს და დღე და ღამ მუშაობს იმისთვის რომ საქმე გაგვიადვილოს.

წარუმატებლობა სწავლის ნაწილია. იმედგაცრუების გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა შეუძლებელია. მთელი გულით გიხდით მადლობას. Vamos Argentina”, - წერს ლეო მესი.

ცნობისთვის, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი კატარში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. დაძაბული ბრძოლა 11-მეტრიანების სერიამდე მივიდა, სადაც არგენტინამ გაიმარჯვა. მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დასახელდა.