ავტორი:

"ეს სასწრაფო და აუცილებელია! სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში!" - რას წერს სალომე ზურაბიშვილის ძმა?

"ეს სასწრაფო და აუცილებელია! სააკაშვილს ესაჭიროება მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში!" - რას წერს სალომე ზურაბიშვილის ძმა?

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძმა ოთარ ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ექპრეზიდენტს ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში.

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის კიდევ უფრო გაუარესება ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.

"საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე!წელიწადზე მეტია, რაც მიხეილ სააკაშვილი დაპატიმრებულია საქართველოში. სამშობლოში დაბრუნებისას მან იცოდა, რომ დააკავებდნენ, რადგან საქართველოში ის დაუსწრებლად გაასამართლეს. მაგრამ მიუხედავად ამისა მან ასეთი არჩევანი გააკეთა.

დღეს არ მსურს ვისაუბრო არც ამ არჩევანზე და არც მისი საქციელის შეფასებაზე. ამის დრო არ არის.მიხეილ სააკაშვილი, მიუხედავად იმისა, რა პრეტენზიებიც მის მიმართ შეიძლება გვქონდეს, იყო საქართველოს ის პრეზიდენტი, რომელმაც ქართული სახელმწიფოს შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

დღეს სამედიცინო ექსპერტთა კომიტეტმა გაგვაფრთხილა მისი ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის და სავარაუდო მოწამვლის შესახებ. მას ესაჭიროება კომპლექსური მკურნალობა ევროპის მრავალპროფილურ კლინიკაში. ეს არ შეიძლება საკამათო იყოს! ჰუმანურობა მოითხოვს!

ეს ქვეყნის და თითოეული ჩვენთაგანის ღირსების საკითხია! ბოლოს და ბოლოს, საქმე ეხება საქართველოს იმიჯს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესების შემთხვევაში არ აღდგება. ეს სასწრაფოა! ეს აუცილებელია!" - წერს ოთარ ზურაბიშვილი.