ავტორი:

ზელენსკის პირველი გასვლა ქვეყნიდან, ომის დაწყების შემდეგ - უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში გაემგზავრა: იგეგმება ბაიდენთან შეხვედრა

ზელენსკის პირველი გასვლა ქვეყნიდან, ომის დაწყების შემდეგ - უკრაინის პრეზიდენტი ვაშინგტონში გაემგზავრა: იგეგმება ბაიდენთან შეხვედრა

ოთხშაბათს თეთრ სახლში აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტების, ჯო ბაიდენისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა იგეგმება, - ინფორმაციას CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი, ვიზიტის ფარგლებში კონგრესის გაერთიანებულ სხდომას სიტყვით მიმართავს.

წყაროების ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი უკვე გზაშია.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი უკრაინელი კოლეგის ვიზიტის დროს უკრაინისთვის დამატებით 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების დახმარებას დააანონსებს.

ცნობისთვის, ეს იქნება ზელენსკის პირველი გასვლა უკრაინის ფარგლებს გარეთ თებერვალში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ.