ავტორი:

"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად!.. ელენე გააგრძელებს ვარჯიშს" - რას წერს სამბოს ფედერაცია ელენე ქებაძეზე?

"ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში, ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად!.. ელენე გააგრძელებს ვარჯიშს" - რას წერს სამბოს ფედერაცია ელენე ქებაძეზე?

სამბისტ ელენე ქებაძის პოსტს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სპორტსმენი წერდა:

"სამწუხაროა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონი ხდები უკვე მეორედ და სპორტის სამინისტროდან აეროპორტშიც კი არავინ გხვდება, აღარაფერს ვამბობ პირადად შეხვედრაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სპორტის მინისტრი ქალბატონია. კარგი, ალბათ არ სცალიათ, ყველაფერი გასაგებია. შესაძლებელია, რომ ყველაფერს თავისი ახსნა მოვუძებნოთ, მაგრამ იმ ფაქტზე რას იტყვით, როდესაც სპორტის სამინისტრო მოგილოცავს "ფეისბუქზე" და დღეს ვნახულობთ, რომ ეს პოსტი წაშლილია?! ძალიან სამარცხვინოა, რომ მილოცვა უკან წაიღეს.

არაუშავს, მე ვაგრძლებ ვარჯიშს და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი გულშემატკივარი და სრულიად საქართველო კიდევ ბევრჯერ გავახარო და ვასახელო!"

ამას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროდან გამოეხმაურა და ელენეს შეახსენეს ის ფინანსურ მხარდაჭერას, რაც სახელმწიფოსგან მისი წარმატებული ასპარეზობებისთვის მიუღია. (იხილეთ სრულად)

ამ საკითხზე განცხადებას ავრცელებს სამბოს ფერდერაციაც:

"მსოფლიო ორგზის ჩემპიონმა ელენე ქებაძემ თავის "ფეისბუქგვერდზე" გამოხატა წყენა და გულისტკივილი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიმართ, რასაც საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

სამბოს ფედერაცია თხოვნით მოგმართავთ ყველას, ნუ გადავიტანთ ამ ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში და ნუ გამოვიყენებთ პოლიტიკური ქულების დასაწერად!

ელენე გააგრძელებს ვარჯიშს და გააგრძელებს ბრძოლას მომავალი წარმატებებისთვის, კიდევ ბევრჯერ ასახელებს ჩვენს ქვეყანას და გაახარებს გულშემატკივარს. სამბოს ფედერაცია დგას და ყოველთვის იდგება მის გვერდით!"