ავტორი:

"ის პრორუსული ორგანიზაციაა... უკრაინელები კატარში არ შეუშვეს" - შახტარის დირექტორის  ბრალდებები FIFA-ს

"ის პრორუსული ორგანიზაციაა... უკრაინელები კატარში არ შეუშვეს" - შახტარის დირექტორის  ბრალდებები FIFA-ს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის წინ სამშვიდობო ვიდეოგზავნილი გაევრცელებინა, თუმცა მსოფლიო ფეხბურთის მართველმა ორგანომ, FIFA-მ ამაზე უარი თქვა. აღნიშნულ საკითხს "შახტარის" აღმასრულებელი დირექტორი, სერგეი პალკინი ეხმიანება და მიიჩნევს, რომ ფიფა პრორუსული ორგანიზაციაა.

შესაბამის პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

"კატარში გამართულმა მსოფლიო ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ აჩვენა ფიფას არსი - ეს არის პრორუსული ორგანიზაცია. ის არ ერიდება რუსეთის მხარდაჭერას, თუმცა ამის ფარულად გაკეთებას ცდილობს.

ნებისმიერ დროს, მსოფლიო ჩემპიონატი მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გულშემატკივრებისთვის დიდი დღესასაწულია. ის აერთიანებს ხალხს, სხვადასხვა ადამიანებსა და კონტინენტებს, ხსნის ახალ საზღვრებს და უზრუნველყოფს პლატფორმას მშვიდობისთვის.

მაშინაც კი, თუ თქვენი გუნდი არ მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში, თქვენ მაინც შეგიძლიათ მიხვიდეთ და დატკბეთ ფეხბურთის ზეიმის ატმოსფეროში, მაგრამ კატარში ყველას არ ჰქონდა ამის შესაძლებლობა.

ჯერ კიდევ ოქტომბერში, კატარის ხელისუფლებამ უკრაინელები არ შეუშვა თავიანთ ქვეყანაში. ჩვენს გულშემატკივრებს არ მიეცათ შესვლის ნებართვა და წაიკითხეთ ვრცლად sportall.ge