17 დეკემბერს, ბუქარესტში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე. ხელმოწერის ცერემონიალში ასევე მონაწილეობდა ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს ვერნერ იოჰანესი.
მისი თქმით, ქვეყნებს შორის შეთანხმება ქმნის ჩარჩოს გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით.
"პირველი არის წარმოება, ტრანსპორტირება და ვაჭრობა სუფთა ენერგიით; მეორე - განვითარება ახალი გადამცემი ხაზებისა და ინფრასტრუქტურისა, სახელდობრ შავი ზღვის ელექტროენერგიის წყალქვეშა კაბელი; მესამე - ერთობლივი პროექტები მწვანე ჰიდროენერგიის და მეოთხე არის - ენერგოეფექტურობა... ჩვენი ენერგოთანამშრომლობა არის სტრატეგიული გამოწვევების პასუხი, რომლითაც გაძლიერდება ჩვენი ენერგომედეგობა და უზრუნველყოფილი იქნება დივერსიფიკაცია, როგორც წყაროების, ასევე მიწოდების არხების“, - ბრძანა მან.

ხელმოწერის ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ არსებულმა გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა და უკრაინაში მიმდინარე ომმა "უფრო მეტად გამოკვეთა დივერსიფიკაციისა და მედეგობის საჭიროება ენერგოუსაფრთხოების სფეროში გადაუდებელი გამოწვევების მოსაგვარებლად“. მისივე თქმით, "საქართველო გეოსტრატეგიული მდებარეობა ბუნებრივად გვაქცევს დასავლეთსა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელ ხიდად, ისევე, როგორც ზღვაზე წვდომის არმქონე სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნების კარიბჭედ, რაც უმნიშვნელოვანესი კვანძია ევროკავშირის დაკავშირებადობის რუკაზე სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიკაციისა და ევროპისადმი ენერგორესურსების მიწოდების კონტექსტში. ამიტომ უმთავრეს პრიორიტეტად ვაქციეთ დაკავშირებადობა და განსაკუთრებული ხედვა შევიმუშავეთ კავკასიის რეგიონისა და ევროპის დასაკავშირებლად“.

Great privilege to participate in the signing ceremony of the Memorandum of Understanding for the development of the Black Sea electricity cable! The project will unleash new opportunities for the wider region & sustainable energy security infrastructure. pic.twitter.com/F4s7El9scE
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 17, 2022

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა:
"ეს დაგვაკავშირებს შავი ზღვის ორივე მხარეს და კასპიის ზღვას. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელი იქნება ახალი გადაცემის ხაზი და ახალი შესაძლებლობის ფანჯარა. ეს პროექტი მოგვცემს ძალიან ბევრ სარგებელს, საქართველოს აქცევს ელექტროენერგიის ჰაბად და შიდა ენერგობაზარსაც გააუმჯობესებს. საბოლოო ჯამში, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროენერგიის კაბელი დაეხმარება ჩვენ მეზობლებს მოლდოვაში და დასავლეთ ბალკანეთში. რა თქმა უნდა, ეს დაეხმარება უკრაინას ქვეყნის რეკონსტრუქციაში“.

The Black Sea electric cable is a new transmission route full of opportunities.

It could integrate Georgia to our electricity market and bring electricity to our neighbours in the Western Balkans, Moldova and of course Ukraine.

Let’s work together to make it real. pic.twitter.com/rDRYDIHYJL
— Ursula von der Leyen (@vonderleyen) December 17, 2022

ამ ერთობ ამბიციური პროექტის მნიშვნელობაზე ambebi.ge-სთან პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი საუბრობს, რომლის აზრითაც, ანაკლიის პროექტის მსგავსად, ჩვენს ხელისუფლებას ამ კარგი პროექტის გაფუჭების საშუალება ნაკლები აქვს, ვინაიდან ახლა საქმე სერიოზულ საერთაშორისო მოთამაშეებთან აქვს და "ოცნებას“ ძალიან გაუჭირდება მათი ფულის გათეთრებაში დადანაშაულება.
"ეს ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანია. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი და, შეიძლება ითქვას, ერთადერთი ფუნქცია გახლავთ აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი კვანძის განუყოფელ ნაწილად ფორმირება. იქნება ეს ენერგეტიკული ჰაბი, თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ტვირთების, თუ მომსახურების ტრანზიტი, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ამის საშუალებას იძლევა. ბუნებრივია, ნებისმიერი ასეთი პროექტი აძლიერებს ჩვენს ამ ფუნქციას და უდავოდ მისასალმებელია. ეს ისეთი ტიპის პროექტების კატგორიას მიეკუთვნება, რომელზეც, ძალიანაც რომ უნდოდეს, ხელისუფლება ამას ვერ ჩაშლის. უნდა ითქვას, რომ ჩვენ აქ უფრო მეცამეტე გოჭის როლში ვართ, ამ პროექტის ძირითადი ინიციატორები ერთის მხრივ აზერბაიჯანი და მეორეს მხრივ ევროპის ორი ქვეყანაა უნგრეთ-რუმინეთის სახით, მათ აქედან და იქიდან ჩაგვკიდეს ხელი და მივყავართ იმ მიმართულებით. ჩვენს ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, ამაზე უარს ბევრი მიზეზის გამო ვერ იტყოდა.

არც ისეთი სურათი უნდა დავხატოთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენი დამსახურებაა, არც ის უნდა ვთქვათ, რომ მასში მონაწილეობა საერთოდ არაფერს ნიშნავს. ზომიერები უნდა ვიყოთ შეფასებებში - როგორც ნეგატიურში, ისე - პოზიტიურში. საერთოდ, ამ მიმართულებით თუ ნაკლებს ვიფიქრებთ, უკეთესი იქნება. ჩვენ უნდა ვუყუროთ პროექტის ავკარგიანობას და იმას, რომ ის ჩვენთვის კარგია. მთავარია, ჩვენი ინტერესები კონტრაქტებით მაქსიმალურად სწორად და ჯანსაღად იყოს დაცული. მართალია, ანაკლიაც სასარგებლო და მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და ეს პროექტი "გააფუჭეს“, მაგრამ მისგან განსხვავებით, ამ პროექტის გაფუჭების საშუალება ჩვენს ხელისუფლებას ნაკლები აქვს იმიტომ, რომ მას ხაზარაძესთან და "თი-ბი-სი ბანკთან" არ აქვს საქმე. მას ახლა საქმე აქვს სერიოზულ საერთაშორისო მოთამაშეებთან და ძალიან გაუჭირდება მათი ფულის გათეთრებაში დადანაშაულება. პოზიტიურად შევხედოთ და ვუყუროთ პროექტს, რომელიც არის კარგი და ღარიბაშვილი მასში იძულებით მონაწილეობს, თუ ნებაყოფლობით, ამას აღარ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მისი განხორციელება“.
რა ბენეფიტს მიიღებს, რა გეოპოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვა აქვს ამ საუკუნის პროექტს საქართველოსთვის, ამ კითხვაზე ექსპერტი ევროპული პოლიტიკის საკითხებში გიორგი რუხაძე ასე პასუხობს:

"ბუქარესტის ხელშეკრულება, ვიტყოდი, რომ საუკუნის პროექტია და თავისი მნიშვნელობით შეიძლება გაუტოლდეს კიდეც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის პროექტს, რამაც საქართველოს ერთგვარი ფუნქცია მიანიჭა ნავთობის ტრანზიტის დერეფნის კონტექსტში. ესეც დაახლოებით ამ მნიშვნელობის საკითხია, ოღონდ, აქ უკვე ბუნებრივია, ენერგეტიკას ეხება საქმე, საუბარია ელექტროენერგიაზე, ასევე ციფრულ კავშირზე, ვინაიდან ამ კაბელით მხოლოდ ელექტროენერგია არ გაივლის, ჩვენ შეგვიძლია, რომ მასში გავატაროთ სხვა ციფრული არხები. პროექტის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა იმაში გამოიხატება, რომ პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შემცირებას, რაც საქართველოს ინტერესშიცაა. მეორეს მხრივ, ეს საქართველოს უკვე პირდაპირ მიაბამს ევროკავშირს შავი ზღვის ფსკერზე გატარებული ელექტროკაბელით და როგორც ბავშვი დედაზეა ჭიპლარით დაკავშირებული, დაახლოებით ასეთი ალეგორია შეიძლება გავაკეთოთ. ამით საქართველო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არტერიით უკავშირდება ევროკავშირს. ასევე, პოლიტიკურ მნიშვნელობად შეიძლება შევაფასოთ ის, რომ ჩვენ ენერგოთვალსაზრისით, ევროკავშირისთვის არა მხოლოდ ელექტრონერგიის მიწოდების, ან მისი გატარების საშუალება გაგვიჩნდება, არამედ საჭიროების შემთხვევაში, მისი მიღებაც შეგვეძლება. ანუ რამე თუ მოხდა, ჩვენ რევერსულადაც შეგვეძლება ენერგია მივიღოთ და ეს იქნება ქართული ენერგეტიკის კიდევ ერთი დიდი დივერსიფიკაცია. სხვათა შორის, ელექტროენერგიის თვალსაზრისით, ჩვენ საკმაოდ მაღალი დამოკიდებულება გვაქვს რუსეთზე და თუ კი ამოცანა ამ დამოკიდებულების შემცირება იქნება, ეს საკითხიც გამოდგება.
ასევე დიდია ამ პროექტის ეკონომიკური მნიშვნელობაც იმიტომ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოსთვის ევროპული ენერგობაზარი და კონკრეტულად - ელექტროენერგიის ბაზარი იხსნება იმდენად, რამდენადაც პირდაპირი წვდომა გვიჩნდება ევროპის ენერგოქსელთან. საქართველოდან შავი ზღვის ფსკერზე გაივლის ელექტროკაბელი, რომელიც ამოვა რუმინეთში, იქიდან წავა უნგრეთში და, საბოლოო ჯამში, საქართველო უერთდება ევროკავშირის ქსელს. მით უმეტეს, მას მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის ხელშეკრულება ჰქვია, შესაბამისად, საქართველოში მწვანე ენერგიის გამომუშავების, წარმოებისა და გაყიდვის სრულიად ახალი შესაძლებლობები ჩნდება - ამ კაბელში მარტო აზერბაიჯანის ელექტროენერგია კი არ გაივლის, შენ შეგიძლია, რა ენერგიასაც საქართველოში აწარმოებ (ჰიდროელექტროსადგურები იქნება, მზის თუ - ქარის), ისეთი ენერგია გასცე. როგორც ვიცით, ევროკავშირის ბაზარი ძალიან დიდია და, შესაბამისად, ეს სამომავლო კავშირი, რეალურად საქართველოსთვის შექმნის შეუზღუდავ მოთხოვნას ელექტროენერგიაზე, რომელიც შეგიძლია შეავსო და ეს აუცილებლად შეუწყობს ხელს ალტერნატიული ენერგიის წარმოების მთელი ინდუსტრიის განავითარებს (თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე წავიდა, როგორც უნდა წავიდეს). ასე რომ, ამას ქვეყნისთვის ეკონომიკურადაც დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია. იმაზე არაფერს ვამბობ, რომ პროექტი ძვირადღირებულია, დაახლოებით 2,5 მილიარდიანია“.

თამაშობს თუ არა "ოცნება“ ორმაგ თამაშს ამ ალტერნატიული და რუსეთისთვის არასასურველ ენერგოპროექტზე დათანხმებით, ამაზე გიორგი რუხაძე გვეუბნება, რომ ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული პროექტი, ეს იმდენად დიდი საკითხია, ევროკავშირის ენერგოპოლიტიკაში იმდენად მძლავრი ტექტონიკური ცვლილებები ხდება, რომ აქ საქართველოს ხელისუფლება უბრალოდ, ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაწევდა.
"ეს რუსეთისთვის სასურველი ენერგოპროექტი არ არის, რუსეთის ალტერნატივაა, მაგრამ მგონია, რომ საქართველოს ხელისუფლების როლი ამ პროექტში, ფაქტობრივად, არ არის. ეს იმდენად დიდი საკითხია, იმდენად მძლავრი ტექტონიკური ცვლილებები ხდება ევროკავშირის ენერგოპოლიტიკაში, რომ აქ საქართველოს ხელისუფლება, უბრალოდ, ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ გაწევდა. ეს არ არის საქართველოზე დამოკიდებული პროექტი, საქართველოს ხომ არ თხოვენ, შენ ააშენე, შენ გააკეთე და შენ გაიყვანეო? საქართველოს ეუბნებიან, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერსო, ანუ საქართველოს მხრიდან აქ, ფაქტობრივად, არაფერია გასაკეთებელი. ღარიბაშვილი ხომ არ იტყოდა, არ გვინდაო? უნდოდა, თუ არა საქართველოს ხელისუფლებას, ამ პროექტზე უარის თქმა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნებოდა. ვინაიდან ფინანსურადაც ძალიან მომგებიანია, არა მგონია დიდი წინააღმდეგობაც გაეწიათ, ასე რომ, საქართველოს ხელისუფლების ინიციატივური წილი აქ დიდი არაა, მისი შესასრულებელი სამუშაოც, ფაქტობრივად, არაფერია, აქედან გამომდინარე, ბერკეტებიც და შესაძლებლობაც, რომ ეს პროექტი ჩაეგდოთ, არ ჰქონდათ.
ორი აზრი არ არსებობს, საქართველოსთვის ამ პროექტში მონაწილეობა ძალიან კარგია, მაგრამ ვინმე რომ გამოხტეს და თქვას, ამაზე ჩვენმა ხელისუფლებამ იმუშავა, ან რამე გააკეთაო, ტყუილია. საქართველო, უბრალოდ, გეოგრაფიულად აღმოჩნდა იქ, სადაც არის, ამაში გეოპოლიტიკურმა ფაქტორმა ითამაშა გადამწყვეტი როლი“, - ამბობს ექსპერტი.