ავტორი:

"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ატანა..." - რას წერს ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით

"ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ატანა..." - რას წერს ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ქალი, ლიზა იასკო სააკაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. იასკო წერს, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული სააკაშვილის ვიდეოკადრები ექსპრეზიდენტის ღირსების შემლახველია.

ლიზა იასკო ასევე საუბრობს პროვოკაციებზე, რომელიც მისი აზრით, შესაძლოა, ხვალინდელ სასამართლო პროცესამდე მოაწყონ.

"მე არ ვაქვეყნებ ფოტოს, ან რაიმეს, რადგან ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ატანა, ისევე როგორც იმ ფოტოებისა და ვიდეოების ნახვა, რომლებიც ბოლო დროს გამოქვეყნდა და რაც შეურაცხყოფს სააკაშვილის ღირსებას.

მას დაბადების დღე არ უყვარს.

დღეს შესაძლოა, სხვადასხვა პროვოკაცია იყოს, რადგან ხვალ სასამართლო პროცესია და ბევრს სურს თავიდან გაავრცელოს სხვადასხვა დეზინფორმაცია, ინტრიგები და ბოროტება და მთავარი საკითხიდან ყურადღება გადაიტანოს.

გუსურვებთ გამძლეობას, ასევე კრიტიკულად და ბრძნულად აზროვნების უნარს“, - წერს ლიზა იასკო.

  • ცნობისთვის, ხვალ 22 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სადაც მოსამართლე სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას განიხილავს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილს დღეს, 21 დეკემბერს დაბადების დღე აქვს. ის 55 წლის გახდა.