ავტორი:

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში მატარებლით ჩავიდა, იქიდან კი აშშ-ში თვითმფრინავით გაემგზავრა - რას წერს მედია

ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში მატარებლით ჩავიდა, იქიდან კი აშშ-ში თვითმფრინავით გაემგზავრა - რას წერს მედია

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პოლონეთში, ფშემისლში, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან ახლოს მატარებლით ჩავიდა. შესაბამისი კადრები პოლონურმა TVN-მა გაავრცელა.

TVN-ის ცნობით, ზელენსკი ვაშინგტონში ჟეშუვის აეროპორტიდან გაფრინდა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ის ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე იგეგმება ზელენსკის სიტყვით გამოსვლა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე.