ავტორი:

"ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავით, მაგრამ იქ ჩვენ არ გველოდნენ" - პუტინი

"ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავით, მაგრამ იქ ჩვენ არ გველოდნენ" - პუტინი

ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი გავმხდარიყავით, მაგრამ იქ არ გველოდნენ. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა.

“ჩვენ ყოველთვის გვინდოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი ვყოფილიყავით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, რომელიც ჩვენ თვითონ დავუშვით, ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ დღიდან-დღეზე გავხდებოდით ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, თუმცა როგორც გაირკვა, ჩვენ იქ არ გველოდნენ, ყველა ჩვენი ძალისხმევისა და მცდელობის მიუხედავად”, - აღნიშნა პუტინმა.

აღნიშნულ კონტექსტში რუსეთის პრეზიდენტმა დასძინა, რომ მას თავადაც ჰქონდა მცდელობები.

“მეც მქონია დაახლოების ეს მცდელობები, ეს ნაწილი გავმხდარიყავი”,- განაცხადა პუტინმა.