ავტორი:

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ მარიკა ბაკურაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა - რა დარღვევები დაუდგინდა "იმედის" ჟურნალისტს

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ  მარიკა ბაკურაძის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა - რა დარღვევები დაუდგინდა "იმედის" ჟურნალისტს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ "იმედის" ჟურნალისტ მარიკა ბაურაძის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს გამოიტანა. საბჭოს საჩივრით მიმართეს ვანო მინდორაშვილმა და გიორგი ბოლქვაძემ, რომლებიც მიიჩნევდენ, რომ 2022 წლის 28 ნოემბერს, ტელეკომპანია "იმედის” გადაცემაში "იმედის დღე” ბკურაძემ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მე-4 და მე-10 პრინციპი დაირღვა.

საბჭომ აღნიშული მოსაზრება სრულად გაიზიარა და თავის მრივ დაადგინა, რომ ბაკურაძემ მართლა დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ინფორმაციის მოპოვების კეთილსინდისიერების პრინციპები.

"როცა რესპონდენტმა არ იცის, რომ ჟურნალისტთან მისი საუბარი ჟურნალისტურ პროდუქტში უნდა იქნას გამოყენებული, ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც ფარული აუდიოჩაწერა.

ფარული ვიდეო/აუდიო ჩაწერა უკიდურესი ზომაა, როცა ჟურნალისტი სხვაგვარად ვერ ახერხებს ჟურნალისტური პროდუქტისათვის ობიექტურად საჭირო/აუცილებელი ინფორმაციის მოპოვებას/აუდიტორიისათვის მიწოდებას", - წერია ქარტიის საბჭოს გადაწყვეტილებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტმა მარიკა ბაკურაძემ დაურეკა იმ ადამიანებს, ვინც მის სიუჟეტზე უარყოფითი კომენტარები დაწერა და ჩაეკითხა, თუ რატომ მოიქცნენ ასე. აღნიშნული სატელეფონო საუბარი ტელეეთერში გავიდა.

გიორგი ბოლქვაძე, რომელმაც ქარტიაში უჩივლა ჟურნალისტს, აცხადებდა, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვისაც "იმედის" ჟურნალისტმა დაურეკა და მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რომ საუბარი იწერებოდა.

ასევე იხილეთ: