ავტორი:

ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - ექსპრეზიდენტმა საუბარი უკრაინულად დაიწყო, მოსამართლემ უფლება არ მისცა: რა ხდება ამ წუთებში (ვიდეო)

ხმაური მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე - ექსპრეზიდენტმა საუბარი უკრაინულად დაიწყო, მოსამართლემ უფლება არ მისცა: რა ხდება ამ წუთებში (ვიდეო)

მოსამართლე გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილს უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.

მოსამართლემ ყოფილ პრეზიდენტს მიმართა და მოუწოდა, რომ ქართულად ესაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილი "ქართულს ფლობს, თანაც ძალიან კარგად“.

"ბატონო მიხეილ, თქვენ კი ხართ უკრაინის მოქალაქე, მაგრამ ფლობთ ქართულ ენას, სამართალწარმოება მიმდინარეობს ქართულ ენაზე, შესაბამისად, ქართულად უნდა მოგვმართოთ. მე არ ვიცი უკრაინული ენა“, - განუცხადა არევაძემ სააკაშვილს.

აღნიშნულის გამო, მოსამართლის გადაწყვეტილებით სააკაშვილი სასამართლო პროცესიდან დროებით გათიშეს, რასაც სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა. რამდენიმე წუთით პროცესიც შეჩერდა.

საბოლოოდ კი გადაწყდა, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებას უკრაინულიდან დარბაზში მყოფი უკრაინის საკონსულოს წარმომადგენელი გადათარგმნის.