ავტორი:

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ერთი პირი დააჯარიმეს და დარბაზიდან გააძევეს

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ერთი პირი დააჯარიმეს და დარბაზიდან გააძევეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო დარბაზიდან ერთ-ერთი პირი გააძევა და დააჯარიმა.

დარბაზში მსხდომების უკმაყოფილება მოსამართლის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ის მიხეილ სააკაშვილს პროცესზე ჩართვის შესაძლებლობას აღარ მისცემდა, თუ ის უკრაინული ენის ნაცვლად, ქართულად არ ისაუბრებდა.

მოსამართლემ დარეჯან ცქვიტარია წესრიგის დარღვევის გამო, სხდომიდან ჯერ გააძევა, თუმცა რეპლიკების გაგრძელების შემდეგ, ის მოსამართლემ 200 ლარითაც დააჯარიმა.