ავტორი:

"ვხედავთ მეზობელი ქვეყნების მზადყოფნას ჩვენს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის განსახორციელებლად" - ლუკაშენკო

"ვხედავთ მეზობელი ქვეყნების მზადყოფნას ჩვენს წინააღმდეგ შესაძლო აგრესიის განსახორციელებლად" - ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ხედავს მეზობელი ქვეყნების მზადყოფნას ბელარუსის რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიისთვის.

"არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესია განხორციელდეს. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ ასეთ მზადყოფნას ჩვენი მეზობლების მხრიდან. ვიცით, ვინ უბიძგებს ამ მეზობლებს, რომ ჩვენს საზღვრებზე დაძაბულობა შექმნან“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, არსებულმა სიტუაციამ განაპირობა გადაწყვეტილება სწრაფი რეაგირების ძალების შემოწმებასთან დაკავშირებით.

"ჩვენს არმიას ჰყავს სწრაფი რეაგირების ძალები. თუ რაიმე მოულოდნელად ხდება, ეს ძალები იგზავნება იქ, სადაც დაძაბულობაა. მივიღე გადაწყვეტილება, შევამოწმო ეს სწრაფი რეაგირების ძალები“, - განმარტა ლუკაშენკომ.