ავტორი:

"სააკაშვილს თმა რომ გადაევარცხნა და წვერი არ მოეშვა, მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა - ეს ადამიანი ბინძურად სიმულირებს" - მდინარაძე

"სააკაშვილს თმა რომ გადაევარცხნა და წვერი არ მოეშვა, მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა - ეს ადამიანი ბინძურად სიმულირებს" - მდინარაძე

თქვენც გჯერათ, რომ იმდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა? - მე ეს არ მჯერა, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ პატიმარი სიმულაციაში ამხილა.

"არ სჯერა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, რომელმაც დღეს სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, ამგვარად მოატყუოს საზოგადოება. მთელი თავისი ცხოვრება ატყუებდა, სტრესში, წამებაში ჰყავდა. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფიქრობს, რომ მას თმა რომ გადაევარცხნა და წვერი არ მოეშვა, მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა. ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ ეს ადამიანი დღეს ბინძურად სიმულირებს. წინა კადრები რომ ვნახე და დღევანდელი, მას შემდეგ კიდევ უფრო მჯერა, რასაც ვხედავ, თუ რას კადრულობს, მსახიობობს", - განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, პოსტტრავმულ აშლილობაზე როცა საუბრობენ, აშლილობა მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ჰქონდა.

"აშლილობა ზოგადად ამ ადამიანს ყოველთვის ჰქონდა, პოსტტრავმა რამ გამოიწვია, აქ არის "ფეიკი". მას არანაირი ტრავმა არ მიუღია, არანაირი წამება არ ყოფილა, ოროთახიან "ლუქსშია" მოთავსებული და ამხელა მონოლოგის მიუხედავად, თქვენ კვლავ ვერ მისახელებთ იმ დიაგნოზს, რომელიც ქართული კანონმდებლობის მიხედვით შეიძლება ამ ადამიანის გათავისუფლების საფუძველი გახდეს", - მიმართა მდინარაძემ ჟურნალისტებს.