ავტორი:

15% საახლწლო ფასდაკლება სავაჭრო ცენტრებში "გალერეა დემასი" და "იდეალი"

15% საახლწლო ფასდაკლება სავაჭრო ცენტრებში "გალერეა დემასი" და "იდეალი"

კომპანია "დემასს" თავისი მომხმარებლებისთვის სასიამოვნო სიახლე აქვს. კომპანიის ქოლგის ქვეშ არსებული ბრენდები - "იდეალი" და "გალერეა დემასი" 15%-იან საახალწლო ფასდაკლებას აცხადებენ.

"გალერეა დემასი" 20 წელზე მეტია, რაც საქართველოს ბაზარზეა წარმოდგენილი და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალებისა და სანტექნიკის ფართო არჩევანს სთავაზობს. გალერეაში წარმოდგენილია:

- კერამიკული ფილები

- კერამოგრანიტი

- მინის და ბუნებრივი ქვის მოზაიკა

- ლამინირებული და ხის იატაკი, სამშრიანი პარკეტი

- საშხაპე კაბინები და აბაზანები

- კერამიკული სანტექნიკა

- და სხვა.

"გალერეა დემასში" მხოლოდ მსოფლიოში წამყვანი ევროპული ბრენდებისა და მსოფლიოში წამყვანი დიზაინ სტუდიების მიერ შექმნილი პრემიუმ და მაღალი კლასის და პრემიუმ ხარისხის პროდუქტებია განთავსებული, ვინაიდან კომპანიის მთავარი ღირებულება და დევიზი - მაღალი ხარისხი და დახვეწილი გემოვნებაა. სწორედ ამიტომ, მათ შოურუმში ინტერიერის დიზაინის ისეთი ცნობილი ბრენდების ექსკლუზივს აღმოაჩენთ, როგორიცაა: Florim, Sant'Agostino, Gardenia Orchidea, Viva, Emil Group და ბევრი სხვა.

სავაჭრო ცენტრ "იდეალში" კი პრემიუმ ხარისხის პროდუქცია როგორც ევროპული, ასევე აზიური ბრენდების კატალოგებიდან შეგხვდებათ. 2004 წლიდან, ბრენდი სარემონტო-მოსაპირკეთებელი მასალების მრავალფეროვან არჩევანითაა წარმოდგენილი ბაზარზე. აქ როგორც სახლის, ასევე საოფისე თუ სხვა ტიპის შენობის რემონტისთვის მარტივად აღმოაჩენთ ისეთ მასალებს, როგორიცაა:

- კერამიკული და კერამოგრანიტის ფილები

- ლამინირებული და ხის იატაკი, სამშრიანი პარკეტი

- იატაკის პროფილები

- ჰიდროსაიზოლაციო მასალები

- წებოცემენტი

- და სხვა.

ბრენდის მიზანია ფასისა და ხარისხის რელევანტური თანაფარდობით, ადამიანებისთვის მასობრივად ხელმისაწვდომი და კომფორტული გახადოს სარემონტო მასალების ძიებისა და შეძენის პროცესი. რაც მთავარია, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს "იდეალში" ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს ევროპული წარმოების სანტექნიკა აბაზანისა და სამზარეულოს რემონტისთვის. მათ შორის:

- ხელსაბანი

- უნიტაზი

- საშხაპე კაბინები

- აბაზანის ავეჯი

- სამზარეულოს უჟანგავი ნიჟარები

- აბაზანის აქსესუარები

- და სხვა.

მეტი კომფორტისთვის, სავაჭრო ცენტრ "იდეალს" ქსელური ფილიალი წარმოდგენილი აქვს როგორც თბილისში, ასევე ბათუმსა და ქუთაისში, სადაც ვიზიტისას გამოცდილი კონსულტანტები ინდივიდუალურ მომსახურებას გაგიწევენ.

R