ავტორი:

საქართველო გრანდიოზული საახალწლო ზეიმის მოლოდინში - რას გეგმავს მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში: "ღონისძიებების მოწყობაში 50 ათასი ადამიანია დასაქმებული"

საქართველო გრანდიოზული საახალწლო ზეიმის მოლოდინში - რას გეგმავს მთავრობა 63 მუნიციპალიტეტში: "ღონისძიებების მოწყობაში 50 ათასი ადამიანია დასაქმებული"

თუ შენ საქართველოს რომელიმე რეგიონში ცხოვრობ და ჯერ კიდევ არ იცი, როგორ გაატარო ახალი წლის დღეები, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. წელს, ისე როგორც არასდროს, რეგიონის მაცხოვრებლებს გამორჩეული საახალწლო ღონისძიებები ელოდებათ.

პროექტი "ახალი წლის დღეები საქართველოში" ყველა რეგიონში 24 დეკემბრიდან დაიწყება და 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიებები ათივე რეგიონის, 63 მუნიციპალიტეტში გაიმართება, წელს პირველად ღონისძიებები გაიმართება დაბა ბაკურიანშიც...

მრავალფეროვანი დღეების ფარგლებში, პატარებს ადგილზე დახვდებიან თოვლის ბაბუები, ელფები, სხვადასხვა ზღაპრის გმირები, რეგიონებში იმოგზაურებს ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი ჟირაფი ჟოზეც. სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიებზე გაიმართება საშობაო ბაზრობები, საღამოობით კი გალა კონცერტები მოეწყობა.

  • ასეთი მასშტაბური ახალი წელი რეგიონებში აქამდე არ გამართულა. ღონისძიებებში ჩართულები არიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებიც.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი თათა სვანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, საახალწლო ღონისძიებების მოწყობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 50 ათასამდე ადამიანია დასაქმებული და ამ პროექტზე მუშაობა ორ თვეზე მეტია დაიწყეს.

მუნიციპალიტეტები სოციალურ ქსელში ღონისძიებების განრიგს თავად აქვეყნებენ. მაგალითად, ვნახეთ, რომ ბოლნისში დათუნა სირბილაძე, ანი კეკუა, თიკა მახალდიანი, რუსა მორჩილაძე, ნოდარიკო ხუციშვილი იმღერებენ. 7 იანვარს გურჯაანი

თიკა ჯამბურიას, ნინი ქარსელაძეს და „ქუჩის ბიჭებს“ უმასპინძლებს. ხაშური აჩიკო ნიჟარაძეს და დავით მაზანაშვილის ბენდს ელოდება. ლანჩხუთში კი, 13 იანვარს ნეკა სებისკვერაძე, ნუკრი კაპანაძე და ქართული ესტრადის სხვა ვარკვლავები იმღერებენ.

ოზურგეთი

თათა სვანიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ღონისძიების დაგეგმვისაც იყო შემთხვევები, როდესად ერთი მომღერალი რამდენიმე რეგიონმა მოითხოვა, მაგრამ წელს ესეც არ აღმოჩნდა პრობლემა, რადგან საახალწლო ზეიმი სამ კვირას გრძელდება...

თათა სვანიძე:

- საახალწლო ღონისძიებები დიდ ტერიტორიებზე მოეწყობა, კონცერტები კი ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია. რაც შეეხება ნაძვის ხეებს, წელს გვაქვს ახალი და განსაკუთრებული ნაძვის ხეები და 24 დეკემბრამდე ყველა რეგიონში აინთება... მგონი, ამ ნაწილში წელს განსაკუთრებულად იქნება მორთული ქალაქები. დიდი იმედი გვაქვს წლებთან ერთად უფრო გალამაზდება საახალწლო დღესასწაულები...

ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ამბობს, რომ მთავარი მესიჯი მოსახლეობისადმი მათ განწყობაზე ზრუნვაა, რადგან ახალი წელი ის დღესასწაულია რომელიც ყველა ბავშვს უხარია და უფროსებს უნდათ რომ იმედით შეყურებდნენ მომავალ წელს...

"ჩვენი გზავნილია, მოვიდნენ ადგილზე და თავად ჩაერთონ ღონისძიებებში. ამინდი ყოველ წელს რთული საკითხია, თუმცა თოვლი ძალიან უხდება საახალწლო დღესასწაულს... იმედია რომ წელსაც კარგი ამინდი გვექნება..." - აღნიშნა სვანიძემ.

აბაშა

  • შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას პრემიერმა ღარიბაშვილმა ახალი წლის პირველი კვირა უქმედ გამოაცხადა.

თათა ამბობს, რომ დასვენება ძალიან კარგი ინიციატივაა და მშობლებს თუ მეტი თავისუფალი დრო ექნებათ, ამაზე კარგ ადგილას ბავშვებს ვერ წაიყვანენ, აქვე გვპირდება, რომ ადგილზე სიურპრიზებით სავსე ღონისძიებები დახვდებათ.

"წელს პრემიერის დავალება იყო, რომ აბსოლუტურად ყველა მუნიციპალიტეტში იყოს ერთნაირად კარგი, მრავალფეროვანი ღონისძიებები, არ აქვს მნიშვნელობა ქალაქის მასშტაბს, რადგან ჩვენი სურვილია, რომ ყველა თაობის ადამიანმა მიიღოს დიდი სიამოვნება..." - ამბობს თათა სვანიძე...