ავტორი:

ბილ გეითსის ორსული ქალიშვილისთვის ზღაპრული წვეულება გამართეს (ფოტოები)

ბილ გეითსის ორსული ქალიშვილისთვის ზღაპრული წვეულება გამართეს (ფოტოები)

მილიარდერ ბილ გეითსის უფროსმა შვილმა, 26 წლის ჯენიფერ გეითსმა, რომელიც ეგვიპტელ მილიონერზეა დაქორწინებული, ულამაზესი წვეულების ამსახველი ფოტოები გაავრცელა.

წვეულება ორსულ ჯენიფერს და მის მუცლად მყოფ გოგონას ეძღვნებოდა. ეს არის ტრადიციული წვეულება ამერიკელებითვის, სადაც ორსული ქალი სტუმრებისგან ბავშვისთვის საჩუქრებს იღებს.

წვეულება მელინდა გეითსის ორგანიზებით გაიმართა.

"ისევ მეცხრე ცაზე ვარ ამ წვეულების შემდეგ. ყველას დიდი მადლობა, ვინც მე და ჩემს პატარა გოგონას სიყვარული გვაჩუქეთ და დიდი მადლობა მელინდას, რომ ასეთი არაჩვეულებრივი საღამო გამართა," - წერს მილიარდერის ქალიშვილი "ინსტაგრამზე."

"მიკროსოფტის" დამფუძნებლის და მელინდა გეითსის უფროსმა შვილმა ორსულობის შესახებ ნოემბერში, "ინსტაგრამის" საშუალებით შეატყობინა თავის მილიონობით გამომწერს.

ჯენიფერი დედასთან ერთად

ცნობისთვის, ჯენიფერ გეითსი ერთი წლის წინ დაქორწინდა ეგვიპტელ ნაიელ ნასარზე. აღსანიშნავია, რომ ჯენიფერიც და ნაიელიც ორივე პროფესიონალი ცხენოსნები არიან.

მოამზადა: ანა სიბოშვილმა