ავტორი:

"ხელით როგორ შემეხე. შენ ხარ თავხედი, რუსი მოღალატე..." - არეულობა ოზურგეთის საკრებულოში, სადაც ქალი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

"ხელით როგორ შემეხე. შენ ხარ თავხედი, რუსი მოღალატე..." - არეულობა ოზურგეთის საკრებულოში, სადაც ქალი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

“ხელი გამიშვი, ნორმალური ხარ?" "ხელით როგორ შემეხე?" "ფეხებს დაგამტვრევ!" "შენ ხარ თავხედი, რუსი მოღალატე" - დღეს ეს ფრაზები ისმოდა ოზურგეთის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქალი დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

"ნაციონალურმა მოძრაობის“ დეპუტატებმა გუშინდელი სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილის ფოტოები მიიტანეს და განაცხადეს, რომ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო მათ სურვილი არ აქვთ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობა მიიღონ. ოპოზიციის ამ განცხადებას მმართველი პარტიის დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

"ქართული ოცნების“ ქალი დეპუტატები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატს, თათია ნიკოლაიშვილს ფიზიკურადაც დაუპირისპირდნენ და ცდილობდნენ იგი დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაეყვანათ.

დაპირისპირება დაახლოებით, ნახევარ საათს გაგრძელდა. საბოლოოდ ოპოზიციამ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

"მთელმა საქართველომ ნახა გუშინდელი კადრები "ვივამედიდან“, თუ როგორ გამოიყურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი. საქართველოს რუსული მთავრობა კლავს პუტინის პირად პატიმარს. პროტესტის ნიშნად გვინდოდა სხდომის დატოვება, რამაც გამოიწვია "ქართული ოცნების“ საყოველთაო ისტერიკა. მთელი დასავლური სამყარო ამბობს, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს, ამ დროს კმაყოფილია რუსეთი. გუშინ გავიგეთ რომ სეპარატისტებიც კი მადლობას უხდიან "ქათულ ოცნებას“ იმისთვის, რომ პრეზიდენტი ასეთ მდგომარეობაში ჩააგდეს", - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით მჟავანაძემ.