ავტორი:

მკვლელობა ჯავის ქუჩაზე: "ამ წამს ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს" - რა განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა?

მკვლელობა ჯავის ქუჩაზე: "ამ წამს ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს" -  რა განაცხადა თბილისის საკრებულოს წევრმა?
  • ფოტო: "მთავარი არხი"

გავრცელებული ინფორმაციით, თბილისში, ჯავის ქუჩაზე 45 წლამდე ასაკის მამაკაცი მოკლეს, - ამის შესახებ განცხადება "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა თბილისის საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.

მისივე თქმით, მოკლული მისი მეგობრის ბიძაშვილია. შემთხვევა სულ რამდენიმე წუთის წინ, პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.

"მე პოლიტიკური განცხადებით მინდა დამეწყო, მაგრამ ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა კაცი, მოკლეს პოლიტიკურ ნიადაგზე. ზუსტად, ჯავის ქუჩაზე. ხუთი წუთის წინ გარდაიცვალა ეს ახალგაზრდა", - განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა.

"მთავარის" ინფორმაციით, ადგილზე ამ წუთებში სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები არიან მობილიზებული. მკვლელობის გამომწვევი მიზეზი და მოტივი ჯერჯერობით უცნობია. ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.