ავტორი:

"გიორგი მარგველაშვილი განვლილი ცხოვრებით გამორჩეულია და "ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ აქტივობებში მისი ჩართვა, სწორი არ არის" - გია ვოლსკი

"გიორგი მარგველაშვილი განვლილი ცხოვრებით გამორჩეულია და "ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ აქტივობებში მისი ჩართვა, სწორი არ არის" - გია ვოლსკი

გიორგი მარგველაშვილი განვლილი ცხოვრებით გამორჩეულია და „ნაცმოძრაობის“ პროპაგანდისტულ აქტივობებში მისი ჩართვა, სწორი არ არის, - ეს შეფასება ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

აღნიშნული განცხადებით, ვოლსკი ყოფილი თანამდებობის პირების მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოაქვეყნა.

ვოლსკიმ ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რადიკალური ოპოზიციის მიზანი დესტაბილიზაციის გამოწვევაა, თუმცა მათ ამის ძალა და რესურსი არ გააჩნიათ.

„დესტაბილიზაციის მიმართულებით რადიკალური ოპოზიციის ძალისხმევა გრძელდება. მათ შორისაა მარგველაშვილიც, თუმცა მას დიდი წონა და მნიშვნელობა არ აქვს. სამწუხაროდ, გიორგი მარგველაშვილს საზოგადოება სერიოზულად არ აღიქვამს. ამავე სიაშია იგივე დავით კეზერაშვილი, რომელიც გაუგონარი სცენარით გამდიდრებული ადამიანია, ძირითადად ქართული ჯარის ხარჯზე. პრაგმატიზმის გარდა, ეს განცხადება მორალურ სტანდარტებს ეხება და აქაც მარგველაშვილის გამოცდა ჩაუბარებელია", - განუცხადა ჟურნალისტებს გია ვოლსკიმ.