ავტორი:

"ფოტო ვნახე და რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო მისი ამ მდგომარეობაში  ნახვა" - ლადო ხინჩეგაშვილი სააკაშვილზე

"ფოტო ვნახე და რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო მისი ამ მდგომარეობაში  ნახვა" - ლადო ხინჩეგაშვილი სააკაშვილზე

გორის მერი, ლადო ხინჩეგაშვილი ამბობს, რომ მან ნახა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კადრები, რომელიც მედიაში გავრცელდა. მისი თქმით, სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ნახვა სასიამოვნო არ არის.

"ფოტო ვნახე კი, ვნახე და რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო მისი ამ მდგომარეობაში ნახვა", - ამბობს ხინჩეგაშვილი.

გორის მერმა თავი შეიკავა ეპასუხა კითხვაზე - "უნდა გადაიყვანონ თუ არა სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ."