ავტორი:

კორონავირუსის ტალღა ჩინეთში - ქვეყნის ჯანდაცვის უმაღლეს ორგანოში აცხადებენ, რომ ერთ დღეში ვირუსის 37-მილიონ შემთხვევას ელოდებიან

კორონავირუსის  ტალღა ჩინეთში - ქვეყნის ჯანდაცვის უმაღლეს ორგანოში აცხადებენ, რომ ერთ დღეში ვირუსის 37-მილიონ შემთხვევას ელოდებიან

ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის ძლიერი ტალღაა და რომ შესაძლოა, ამ კვირაში, ერთ დღეში, 37 მილიონი ადამიანი დაინფიცირდეს. ჩინეთის ჯანდაცვის უმაღლესი ორგანოს წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყანაში ურთულესი ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

მათივე ცნობით, ჩინეთში ახლა მსოფლიოს მასშტაბით, ყველაზე ცუდი ეპიდვითარებაა. ისინი აცხადებენ, რომ 248 მილიონი ადამიანი, სავარაუდოდ, დაინფიცირდა ვირუსით დეკემბრის პირველ 20 დღეში.

  • აღსანიშნავია რომ ჩინეთმა კორონავირუსთან მკაცრი ბრძოლა გამოაცხადა, რომლის ფარგლებშიც მოქმედებდნენ ე.წ. ნულოვანი კოვიდის პრინციპით. დააწესეს უმკაცრსი შეზღუდვები და მოსახლეობას სახლებიდან გამოსვლის უფლება არ ჰქონდათ. ბევრი მათგანი საკვების გარეშე იყო სახლში დარჩენილი. ამას საბოლოოდ აქციები მოჰყვა.

ჩინეთის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ისინი ცდილობდნენ უკიდურესად გადამდები "ომიკრონის" ვარიანტის გავრცელება შეეზღუდათ. მათივე ცნობით, ინფიცირებულია სიჩუანის პროვინციის ნახევარზე მეტი და ასევე ინფიცირებულთა უდიდესი წილი მოდის დედაქალაქ პეკინზე.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის გამოსავლენად ჩინეთში ახლა იყენებენ ანტიგენის სწრაფ ტესტებს, რის გამოც, ინფექციონისტები თვლიან, რომ შესაძლოა, ჩინეთის მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ ასახავდეს, რადგან ამგვარი ტესტების გამოყენების დროს ცდომილების შანსი დიდია.