ავტორი:

პატრულის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს - რა მოხდა ადგილზე?

პატრულის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს - რა მოხდა ადგილზე?

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერესთან" საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მტკვრიდან მამაკაცი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მტკვარში გადახტა, თუმცა, სამართალდამცავებმა წყლიდან მისი ამოყვანა და გადარჩენა რამდენიმე წუთში შეძლეს.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები.