ავტორი:

ძლიერი ხანძარი რუსეთში - გარდაცვლილია სულ მცირე 20 ადამიანი

ძლიერი ხანძარი რუსეთში - გარდაცვლილია სულ მცირე 20 ადამიანი

რუსეთში, ციმბირის ქალაქ კემეროვოში არალეგალურად მოწყობილ საცხოვრებელში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა.

BBC-ის ინფორმაციით, 2-სართულიან ხის შენობაში ძირითადად მოხუცები ცხოვრობდნენ. შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა 6 ადამიანი.

პირველადი ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევ მიზეზად გათბობის სისტემა სახელდება, რომელიც უსაფრთხოების წესების დაცვის უგულებელყოფით იყო დამონტაჟებული.