ავტორი:

მარიკა თხელიძე მეორე შვილის დედა გახდა - "ქვეყანას მოევლინა ჩემი ოცნების გოგო"

მარიკა თხელიძე მეორე შვილის დედა გახდა - "ქვეყანას მოევლინა ჩემი ოცნების გოგო"

მარიკა თხელიძე მეორე შვილის დედა გახდა. სასიხარულო ამბავი მომღერალმა თავად გაავრცელა. როგორც მარიკა სოციალურ ქსელში წერს, მას და გიორგი მანვეიძეს გოგონა შეეძინათ, რომელსაც ვივიენი დაარქვეს.

"ქვეყანას მოევლინა ჩემი ოცნების გოგო ჩვენი უდიდესი სიყვარული ვივიენ მანველიძე" - წერს მარიკა თხელიძე.

ცნობისთვის, მარიკამ და გიორგიმ 2021 წლის მარტში იქორწინეს. გიორგი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრია. წყვილმა ერთმანეთი საერთო მეგობარმა ნინი ქარსელაძემ გააცნო. სიმპათია პირველივე შეხვედრაზე გაჩნდა, თუმცა დამეგობრდნენ. მოგვიანებით ბათუმში დასასვენებლად ჩასული მარიკა მალე მიხვდა, რომ მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და სულ სხვა თვალით შეხედა მომავალ ქმარს.

მარიკა თხელიძეს პირველი ქორწინებიდან 4 წლის ნიკოლოზი ჰყავს. პირველ ქორწინებაში იყო გიორგი მანველიძეც. როგორც მის დეკლარაციაში ვკითხულობთ, პოლიტიკოსის მეუღლე ხატია კომახიძე გახლდათ. წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს, 13 წლის რეზო და 8 წლის ბარბარე მანველიძეები.