ავტორი:

"გვაქვს გეგმა მიხეილის დახმარებისთვის, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას" - რუსი უფლებადამცველი სააკაშვილზე

"გვაქვს გეგმა მიხეილის დახმარებისთვის, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას" - რუსი უფლებადამცველი სააკაშვილზე

რუსი უფლებადამცველი მარკ ფეიგინი მიხეილ სააკაშვილის მიერ გაგზავნილ წერილს ეხმაურება და აცხადებს, რომ მის დასახმარებლად გეგმა აქვთ, თუმცა ჯერ ელოდებიან საქართველოს ხელისუფლების რეაქციას.

„მიხეილ სააკაშვილის წერილთან დაკავშირებით, რომელიც გუშინ გადმომცეს და ასევე მისი მოწამვლის შესახებ ტოქსიკოლოგის დასკვნასთან დაკავშირებით - ჩვენ გვაქვს გეგმა მიხეილს დახმარებისთვის, მაგრამ დაველოდებით საქართველოს ხელისუფლების რეაქციას. თუ არაფერი მოხდება, დავიწყებთ მოქმედებას, მაგრამ ამ გეგმის განხორციელებაში ყველა უნდა ჩაერთოს”, - წერს მარკ ფეიგინი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა რუს უფლებადამცველს, მარკ ფეიგინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ამბობს, რომ იგი პუტინის ბრძანებით მოწამლეს.