ავტორი:

რა გახდა თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის მოტივი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დანაშაულზე

რა გახდა თბილისში ცოლ-ქმრის მკვლელობის მოტივი და რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი დანაშაულზე

5 დღის წინ თბილისში ცოლ-ქმარი მოკლეს. დანაშაულის შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდა ცნობილი, მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ცოლ-ქმარს ჭრილობები ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

უწყების ცნობით, ბრალდებული საქართველოს მოქალაქე არ არის. მათივე ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ფინანსურ ნიადაგზე დაპირისპირება.

  • არსებული ინფორმაციით, დავა მას შემდეგ დაიწყო, რაც ცოლ-ქმარმა ავტომობილის ყიდვა გადაწყვიტა და ამ საკითხზე მოლაპარაკება ჰქონდათ, მკვლელობაში ბრალდებულთან.

როგორც "კურიერთან" მოკლული ქალის მამა ამბობს, ცოლ-ქმარმა დაკავებულს თანხა წინასწარ გადაუხადა, თუმცა მამაკაცმა მათ არც ავტომობილი არ მიუყვანა და არც თანხა დაუბრუნებია.

ცხედრები ახლა ფასანაურშია გადასვენებული, სადაც მოკლული ქალის საცხოვრებელი ადგილი იყო. რაც შეეხება მეორე მსხვერპლს, მამაკაცს, ის საქართველოს მოქალაქე არ არის.