ავტორი:

შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო აეროდრომზე, მოსკოვი აღიარებს, რომ დაღუპულია სამი სამხედრო

შეტევა უპილოტო საფრენი აპარატებით რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო აეროდრომზე, მოსკოვი აღიარებს, რომ დაღუპულია სამი სამხედრო

რუსეთში, სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში მდებარე აეროდრომზე აფეთქებების ხმა ისმოდა. რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, სტრატეგიული აეროდრომის "ენგელს 2“-ის ტერიტორიაზე განგაშის სიგნალებიც ჩაირთო. თვითმხილველების თქმით, აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენლები მივიდნენ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, დღეს, 26 დეკემბერს, მოსკოვის დროით 01:35 საათისთვის, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებმა, ენგელსის აეროდრომთან მიახლოებისას, დაბალ სიმაღლეზე ჩამოაგდეს უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. .

"ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ტექნიკური ჯგუფის სამმა სამხედრომ, რომლებიც აეროდორმზე იმყოფებოდნენ, სასიკვდილო დაზიანებები მიიღეს" , - ვკითხულობთ ინფორმაციაში.

რუსული მხარის მტკიცებით, ინციდენტის დროს თვითმფრინავები არ დაზიანებულან. დამოუკიდებელი წყაროს დადასტურებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. მოგვიანებით, რუსულმა გამოცემა Baza-მ დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით, ენგელსის აეროდრომზე 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

<script async src="https://telegram.org/js/telegram-widget.js?21" data-telegram-post="bazabazon/15157" data-width="100%"></script>

აღსანიშნავია, რომ 26 დეკემბერსვე 2 დაჭრილი სამხედროს თაობაზე გავრცელდა ინფორმაცია, ასევე ბაზაზე გაჩენილ ხანძრზეც.

პირველი ცნობები აფეთქების შესახებ, გამთენიისას გავრცელდა ტელეგრამ-არხებით. მოგვიანებით, რუსულმა გამოცემა Baza-მ დაწერა, რომ წინასწარი მონაცემებით, ენგელსის აეროდრომზე 3 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა.

რუსულ სამხედრო ავიაბაზაზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა ამ თვეში მეორედ მოხდა, პირველად აეროდრომზე შეტევა 5 დეკემბერს განხორციელდა.

ამ დრომდე უკრაინულ მხარეს არც დაუდასტურებია და არც უარუყვია, რომ სწორედ მათ მიიტანეს შეტევა რუსულ სამხედრო ობიექტზე, თუმცა ამერიკული მედია უკრაინულ ჩინოსნებზე დაყრდნობით წერს, რომ შეტევა სწორედ უკრანელებმა განახორციელეს.