ავტორი:

"სიყვარულმა მათემატიკა არ იცის“- 76 წლის მომღერლის უშველებელი ბრილიანტის ბეჭდის ფოტო, რომელმაც სოცქსელი შოკში ჩააგდო: დაინიშნა თუ არა შერი 40 წლით უმცროს ბოიფრენდზე?

"სიყვარულმა მათემატიკა არ იცის“- 76 წლის მომღერლის უშველებელი ბრილიანტის ბეჭდის ფოტო, რომელმაც სოცქსელი შოკში ჩააგდო: დაინიშნა თუ არა შერი 40 წლით უმცროს ბოიფრენდზე?

შერიმ "ტვიტერზე" ბრილიანტისთვლიანი ბეჭდის ფოტო დადო, რაც მომღერლის დანიშვნის შესახებ ჭორების აგორების მიზეზი გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოს შინაარსი ყველასთვის ერთი შეხედვით გასაგები ჩანდა, პოპის ლგენდამ სპეკულაციებისგან თავის არიდება გადაწყვიტა და დაწერა, რომ ფოტო მხოლოდ იმიტომ დადო, რომ მისი ბოიფრენდის, ალექსანდერ ედვარდსის მანიკიურით იყო მოხიბლული.

"სიტყვები არ მყოფნის, ალექსანდერ“, წერს 76 წლის შერი ბეჭდის ფოტოზე. ამ პოსტმა ბევრი ფანი შოკში ჩააგდო, რადგან დაასკვნეს, რომ შერი 36 წლის პროდიუსერზე დაინიშნა. ბევრი მათგანი მისალოც ტექსტებს უწერდა მომღერალს და ბედნიერებას უსურვებდა.

"ეს ფოტო მხოლოდ იმიტომ დავდე, რომ მისი ფრჩხილები ძალიან მაგარია“, - ამ კომენტარის მიუხედავად, სოციალური ქსელის მომხმარებლები მაინც გაურკვევლობაში დარჩნენ და ვერ დაადგინეს, ნიშნობის ბეჭედი იყო ეს, თუ უბრალოდ ზედმეტად ძვირფასი საშობაო საჩუქარი.

წყვილი ერთად, პუბლიკის წინაშე, პირველად ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა. ბევრი აკრიტიკებდა მათ ასაკში 40 -წლიანი სხვაობის გამო, რაზეც მუსიკოსმა დაწერა:

"სიყვარულმა მათემატიკა არ იცის“.

რამდენიმე დღის შემდეგ მან ალექსანდერის ფოტო ატვირთა, რომელსაც მიაწერა:

"ჩვენი ურთიერთობის დაცვას არ ვაპირებ. ვინც სიძულვილითაა სავსე, მაინც ზიზღს აფრქვევს, იმის მიუხედავად, რომ ჩვენ ბედნიერები ვართ და არავის ვაწუხებთ“. შემდეგ კი დაამატა: "როგორც ყველამ ვიცით, გუშინ არ დავბადებულვარ და მხოლოდ ის ვიცი, რომ გარანტია არ არსებობს. ყოველ ჯერზე, როცა არჩევანს ვაკეთებთ, შანსი გვეძლევა. მე ყოველთვის ვიყენებ შანსს. ასეთი ვარ“.

შერი აქამდე ორჯერ იყო დაქორწინებული და ორი ვაჟი ჰყავს - ჩაზი და ელია. თავად ალექსანდერი კი ემბერ როუზს ხვდებოდა, რომელთანაც 2019 წელს შეეძინა შვილი. სამწლიანი ურთიერთობის შემდეგ ემბერი იმის გამო დაშორდა ალექსანდერს, რომ ის მუდმივად ღალატობდა მას.

წყარო: pagesix

მოამზადა: ანა სიბოშვილმა