ავტორი:

"ჩვენ შეიძლება ათობით ათასი ახალგაზრდა გამოგყვეს, ამის ეშინიათ..." - რუსეთში 2 ახალგაზრდას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება ავტოფარეხზე გაკეთებული ნახატისთვის

"ჩვენ შეიძლება ათობით ათასი ახალგაზრდა გამოგყვეს, ამის ეშინიათ..." - რუსეთში 2 ახალგაზრდას 5-წლიანი პატიმრობა ემუქრება ავტოფარეხზე გაკეთებული ნახატისთვის

ორი ახალგაზრდა - ლუბა ლიზუნოვა და ალექსანდრე სნეჟკოვი, ეფ-ეს-ბემ ოქტომბრის ბოლოს დააკავა, იმ დროს, როდესაც გრაფიტის მხატვრები ავტოფარეხზე მორიგ საპროტესტო ნახატს "სიკვდილი რეჟიმს" ასრულებდნენ.

19 წლის ალექსანდრეს და 16 წლის ლუბას, რომლებიც რუსეთის ქალაქ ჩიტაში ცხოვრობენ, ბრალი სამი მუხლით წარუდგინეს: მოწოდებები ტერორისტული საქმიანობისთვის (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205.2), სეპარატიზმი (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 280.1). ) და ვანდალიზმი (რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 214.2). მათგან ორი მუხლით 3 წლამდე, მესამე მუხლით კი - 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

მოხატული ავტოფარეხები ქალაქის მე-12 გიმნაზიის პირდაპირ დგას. ეფ-ეს-ბემ მეზობელი სახლის სათვალთვალო კამერებიდან ხატვის პროცესის ვიდეოც კი ამოიღო.

"ჩვენ ხშირად ვხატავთ კედლებზე", - ამბობს ალექსანდრე სნეჟკოვი, - როგორც წესი, ეს არ ეხება პოლიტიკას, ვხტავთ მიტოვებული სახლების ფასადებზე. ეს ავტოფარეხები უპატრონო იყო, ამიტომ გადავწყვიტეთ დახატვა".

მართალია, სნეჟკოვისა და ლიზუნოვას დევნის მიზეზი ხატვა გახდა, მაგრამ როგორც საქმის მასალებში ეფ-ეს-ბეს ოფიცრები აცხადებენ, "ტელეგრამარხებს" Shugan-25 და 75zlo, მათი აზრით, ეჭვმიტანილები მართავდნენ.

ახალგაზრდები სასამართლომ გაათავისუფლა ქალაქიდან გაუსვლელობის პირობით.

პოლიციამ ორივეს სახლი გაჩხრიკა. ოჯახის წევრებსა და ბრალდებულებს წაართვეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა.

"დილით ეფ-ეს-ბეს თანამშრომლები მოვიდნენ, მე ისევ მეძინა, - ამბობს ლუბა, - კარი მშობლებმა გააღეს. ჩემზე არანაირი მუქარა არ ყოფილა. მშვიდად გავედი სამზარეულოში და ყავა მოვსვი. უსიამოვნო იყო, როცა დაიწყეს ჩემი პირადი ჩანაწერების კითხვა და სიცილი. აიღეს ჩემი ტელეფონი, ბროშურები წარწერით: "თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა“, ანტიფაშისტური სამკერდე ნიშნები, სამკერდე ტელეგრამარხის" სახელწოდებით".

რუსმა სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, სად ცხოვრობდა სნეჟკოვი, ამიტომ ვაჟის დედას მიადგნენ.

"თანამშრომლების წასვლის შემდეგ დედამ დამირეკა, შოკში იყო. მან თქვა, რომ მოვიდნენ, ყველაფერი დაათვალიერეს. შედეგად, წაართვეს ლეპტოპი და ჩემი ძველი ტელეფონი. გაუგებარია, რისი პოვნა სურთ", - ამბობს საშა.

”თავიდან ჩვენ არ გვიკრძალავდნენ ქალაქში გადაადგილებას, მაგრამ ახლა ჩემს მშობლებს აიძულებენ, რომ დისტანციურ სწავლაზე გადამიყვანონ, მიაჩნიათ, რომ ცუდ გავლენას ვახდენ თანატოლებზე, შემიძლია მათ ჩემი შეხედულებები მოვახვიო... ჩვენ შეიძლება ათობით ათასი ახალგაზრდა გამოგყვეს, ამის ეშინიათ“, - ამბობს გოგონა.

ლუბა ლიზუნოვა 16 წლისაა. ის საკუთარ თავს გამოცდილ აქტივისტს უწოდებს. ამბობს, რომ "რეჟიმს 14 წლიდან ებრძვის“. ლუბა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა ვლადივოსტოკიდან, სადაც ექვსი თვის განმავლობაში იღებდა მონაწილეობას ომის საწინააღმდეგო აქციებში, აქვეყნებდა ბროშურებს ომის წინააღმდეგ და კედლებზე ხატავდა.

როგორც ირკვევა, პოლიციამ პირველად 14 წლის ასაკში დაკითხა. უშიშროების ძალები მისი პოსტებით ქსელში დაინტერესდნენ, როდესაც გოგონამ რუსეთის დროშა დაწვა.

ალექსანდრე სნეჟკოვი ლიბერალური აქტივისტების აქციებში მონაწილეობის შემდეგ ოთხი წლის წინ გახდა ანტიფაშისტი. ორი წლის წინ ერთ-ერთ აქციაზე დააკავეს და არასწრულწლოვანთა კოლონიაში გაგზავნეს 6 თვით.

ამბობს, რომ რუსეთში რეპრესიების დრო დგას. "დღეს მიდის ბრძოლა საკუთარ ხალხთან და მისი განადგურების პროცესი ომში თუ მშვიდობიანი ცხოვრებისას... ჩვენ არ ვეთანხმებით დღევანდელ პოლიტიკას, უაზრო ხორცსაკეპ პროცესს ვაწარმოებთ უკრაინაში. რუსეთი მთელ მსოფლიოს აგრესორად მიაჩნია..." - ამბობს ალექსანდრე და იქვე აგრძელებს:

"ჯერ კიდევ თებერვალ-მარტში მეჩვენებოდა, რომ ეს სწრაფად დამთავრდებოდა. რა თქმა უნდა, ომისადმი ჩემი დამოკიდებულება მაშინვე უარყოფითი იყო. როგორც ვხედავთ, ამ ყველაფერმა შეუქცევადი ცვლილებები გამოიწვია: მუდმივად იღუპება ხალხი, ცხადდება მობილიზაცია, იზრდება ფასები...."

ლუბას და საშას ჯერ კიდევ არ ჰყავთ ადვოკატი. რუსი ანარქისტები და ანტიფაშისტები ახლა მათთვის ფულს აგროვებენ. სასამართლო პროცესი მომავალი წლის თებერვალში გაიმართება. წყარო