ავტორი:

ოზურგეთში ავეჯის საწარმოში ხანძარი იყო

ოზურგეთში ავეჯის საწარმოში ხანძარი იყო

ოზურგეთში ავეჯის საწარმოში ხანძარი იყო. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. თვითმხილველების თქმით, ხანძარმა სარეალიზაციო ავეჯი და შენობა დააზიანა.

არსებული ინფორმაციით, ხანძარი ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია.