ავტორი:

ვინ არიან ელფები, რომლებიც ჯადოსნურ ახალ წელს გვპირდებიან? - საიდუმლო, რომელიც უნდა იცოდე

ვინ არიან ელფები, რომლებიც ჯადოსნურ ახალ წელს გვპირდებიან? - საიდუმლო, რომელიც უნდა იცოდე

როდესაც ახალ წელზე ფიქრობ, რას წარმოიდგენ პირველ რიგში? ალბათ მორთულ ნაძვის ხეს, ციმციმა გირლანდებს, დიდ სადღესასწაულო სუფრას, მხიარულ საახალწლო მულტფილმებს და იმ ჯადოსნური განცდას, როდესაც საათი 12-ჯერ ჩამოჰკრავს. შენს თავში უამრავი სურვილი ტრიალებს, რომელთა ჩაფიქრებისთვის სულ რაღაც 12 წამი გაქვს... და მერე, საჩუქრების გახსნის დროა!

დახუჭე თვალები და კარგად შეიგრძენი ახალი წლის ჯადოსნურობა! ახლა ხომ მაგიის, საჩუქრების, გაცოცხლებული ზღაპრების, ახდენილი ოცნებების, ყველაზე ბედნიერი ემოციებისა და ბევრი ღიმილის დროა? ათასობით ფერადი შუქი ანათებს ქალაქის ქუჩებს, საოცარი და უჩვეულო დეკორაციები საახალწლო დღესასწაულის განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. ამ დროს ხომ ყველას შეუძლია თავი ზღაპრის გმირად იგრძნოს, დაიჯეროს მაგიის და აიხდინოს ყველაზე სანუკვარი სურვილები.

დიახ, შენ გეუბნები! ელფების ხომ გჯერა? თუ ჯერ კიდევ ეჭვი გეპარება, მაშინ ერთ საიდუმლოს გაგიმხელ. ოღონდ, მანამდე ერთი პატარა დავალება უნდა შეასრულო! სათითაოდ ამოატრიალე კუბიკები და რაც შეიძლება სწრაფად იპოვე ერთნაირი გმირები. აბა ვნახოთ, რამდენ წუთში შეძლებ ყველა კუბიკის გახსნას.

ძალიან ყოჩაღი ხარ!

მოდი საიდუმლოს დავუბრუნდეთ. თუ შენს სიახლოვეს პეპელა შეგინიშნავს, იცოდე, რომ მას შენი ფიქრები ესმის. იცოდი, რომ ჯადოსნური პეპლები სურვილების ახდენის და სასწაულების მანიშნებელია? იმასაც გეტყვი, რომ შენგან ძალიან შორს, ცივ ქვეყნებში, ორი ელფი - პეპე და ელა ცხოვრობს, რომლებიც საგულდაგულოდ არჩევენ საჩუქრებს ყოველი ბავშვისთვის და მშობლების მთავარი მრჩევლები არიან.

საჩუქრები გიგანტურ საცავში, საიდუმლო ოთახში ინახება! პეპეს და ელას კი საიდუმლო მისიის შესრულება ევალებათ...

გაიხსენე, ხომ ნამდვილად კარგად იქცეოდი მთელი წლის განმავლობაში? შენი აზრით, მართალია თუ არა ეს:

- მაშინ, ნამდვილი დღესასწაული ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს შენთანაც მოვა!კიდევ ერთი დავალება შეასრულე, და მნიშვნელოვან რამეს გეტყვი! დააჭირე ფოტოზე პეპლებთან არსებულ ღილაკებს.

გაინტერესებს ამ კითხვებზე პასუხები? მაშინ, აუცილებლად უნდა ადევნო თვალი სათამაშოების ყველაზე ჯადოსნური მაღაზიის - "პეპელა"-ს გვერდს "ფეისბუქზე", დაელოდო მხიარული ელფების, პეპეს და ელას გამოჩენას წინა საახალწლო პერიოდში და ამის შესახებ დედიკოსაც აცნობო. შენ აუცილებლად გაიგებ, როგორ შეიქმნა საახალწლო დღესასწაული „პეპელასთან" ერთად!

ჰო მართლა, სურვილების ჩაფიქრება არ დაგავიწყდეს