დეკემბერი განახევრდა და საახალწლო სამზადისი აქტიურ ფაზაში შევიდა. ქუჩებს უკვე დაეტყო სადღესასწაულო განწყობა, ხალხიც მეტად ფაცი - ფუცობს, რათა ახალ 2023 წელს სათანადოდ შეხვდნენ. ზოგი ასტროლოგების რჩევებს ითვალისწინებს, ზოგი - საოჯახო ტრადიციებს აგრძელებს, ასეა თუ ისე ყველა ჩართულია საზეიმო სამზადისში.
ახალ წელს სიახლეები უხდება, საყიდლებზე სიარული კარგია, მაგრამ ყველა ვთანხმდებით, რომ ქალაქში გადაადგილება უკვე საკმაოდ დიდ სირთულესთანაა დაკავშირებული. თუ საცობებში დგომა, ხალხით გადაჭედილ მაღაზიებში სიარული გეზარებათ, ასეთ დროს ონლაინ შოპინგი საუკეთესო გამოსავალია. მით უმეტეს მაშინ, როცა არსებობს ფიზიკური მაღაზიების ყველაზე დიდი ონალაინ პლატფორმა extra.ge.
თუ კი რამე შეიძლება დაგჭირდეს საახალწლოდ, და არა მარტო ამ დღესასწაულისთვის, Extra-ზე ყველაფრის ყიდვას შეძლებთ. ასორტიმენტის მრავალფეროვნება კი დაგიკარგავთ სხვაგან წასვლის სურვილს, რადგან ექსტრას ინტერნეტ მაღაზიაში ნებისმიერი გემოვნების ადამიანი ნახავს მისთვის სასურველ ნივთს.
თუ გსურთ, სახლი საზეიმოდ მოაწყოთ, შეიძინეთ ნაძვის ხეები ექსტრაზე. საიტზე ყველანაირი ზომის, სიმაღლის, დიამეტრის, ფასის ნაძვის ხეა წარმოდგენილი: კლასიკური მწვანე, დათოვლილი, თუ ნახევრად დათოვლილი, კენკრითა და გირჩებით, სილიკონის წიწვებით, ბუნებრივის მსგავსი - სულ ერთია რომელს ინატრებთ, ექსტრას ნაძვის ხეებში, თქვენთვის სასურველს აუცილებლად იპოვით.
გარდა ასორტიმენტის მრავალფეროვნებისა, აღსანიშნავია ექსტრას ფასები. აქ თითქმის ყოველთვის მოქმედებს ფასდაკლებები და გარდა ამისა, საზეიმო დღეებში ონლაინ მაღაზია მომხმარებელს ფასდაკლებებითაც ანებივრებს ხოლმე.
რაც შეეხება ღირებულებას, ახალი წლის მთავარ ატრიბუტს ექსტრაზე მართლაც მრავალფეროვანი ფასები აქვს, იწყება 50 ლარიდან და 3000 ლარამდე ადის, რაც ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანი შეძლებს გაილამაზოს ახალი წლის დღესასწაული.
გარდა ნაძვის ხეებისა, ექსტრაზე შეგიძლიათ შეარჩიოთ საახალწლო საჩუქრები. მაგალითად, ძალიან კარგი იდეა მობილური ტელეფონის, ნოუთბუქის შეძენა, რომელიც საიტზე კარგ ფასადაა წარმოდგენილი. ბრენდებისა და მოდელების მრავალფეროვნება იძლევა საშუალებას, საჩუქრისთვის გამოყოფილ ბიუჯეტში იდეალური ვარიანტი შეარჩიოთ.
ექსტრას უპირატესობა ის არის, რომ პროდუქციის ძალიან დიდი ასორტიმენტია საიტზე და ფიზიკური დაღლის გარეშე, მშვიდად, წყნარად იპოვი ყველაფერს, რაც გაგიხარდება, თან შეძენის შემდეგ არ დარდობ ტრანსპორტირების საკითხზე, რადგან 50 ლარზე მეტი ღირებულების ნივთის შეკვეთისას მოქმედებს მიწოდების უფასო სერვისი, დიახ, ექსტრას კურიერები შენაძენს უფასოდ მოგიტანენ მთელი საქართველოს მასშტაბით.
(R)