ავტორი:

"საერთაშორისო კომპანიაში საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვმუშაობ" - 21 წლის ქართველი გოგონას წარმატება ჰოლანდიაში: როგორ იქცა ანა ჯიშკარიანი ამსტერდამის უნივერსიტეტის სახედ?

"საერთაშორისო კომპანიაში საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვმუშაობ" - 21 წლის ქართველი გოგონას წარმატება ჰოლანდიაში: როგორ იქცა ანა ჯიშკარიანი ამსტერდამის უნივერსიტეტის სახედ?

ამსტერდამის უნივერსიტეტმა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო სტუდენტი, ანა ჯიშკარიანი აირჩია უნივერსიტეტის ელჩად და თავისი სამაგისტრო პროგრამების სახედ ბანერებზე, სადაც ასეთი ტექსტი ეწერა: „დედა, შეხედე, მე გარეკანზე ვარ“. ასე გაიგეს ჰოლანდიაში, კონკრეტულად ამსტერდამში ქართველი გოგონას წარმატების შესახებ. ანა ჯერ მხოლოდ 21 წლის არის, სწავლობს საერთაშორისო ბიზნესის პროგრამაზე ამსტერდამის უნივერსიტეტში. იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწია წარმატებებს, თავად მოგვიყვება.

- სკოლაში სწავლის პერიოდი იყო საუკეთესო დრო, მიყვარდა ჩემი მასწავლებლები და მომწონდა ის ღირებულებები, რომლებსაც გვინერგავდნენ. ყველაზე დიდი განსხვავება ამ ორი ქვეყნის განათლების სისტემებს შორის ის არის, რომ რასაც მანდ თეორიულად ვსწავლობთ, აქ ამ ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება ხდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ნებისმიერ საგანში.

ბავშვობაში რა პროფესიაზე აღარ მიფიქრია - ხან მომღერლობა მინდოდა და სიმღერის წრეზე შემიყვანეს, მერე მოცეკვავეობა მომინდა და ცეკვის სტუდიაში დავიწყე სიარული. მიხარია, რომ მშობლების მხრიდან თანადგომას ვგრძნობდი. იურისტობა რომ გადავწყვიტე, იმიტირებულ სამიტებში ვმონაწილეობდი. რამდენჯერმე წავედი და მივხდი, ჩემი არ იყო. ბოლოს ტურიზმით დავინტერესდი და გავიარე სტაჟირება. ძალიან მომეწონა ეს სფერო და შვეიცარიაში გავაგრძელე სწავლა. ამ პერიოდს დაემთხვა პანდემია და საქართველოში დავბრუნდი. შარშან სექტემბერში ჰოლანდიაში წამოვედი, ამსტერდამში საერთაშორისო ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტზე დავიწყე სწავლა და 80%-ანი დაფინანსება ავიღე.

- რა პრობლემები დაგხვდა და რა სირთულეები ახლავს საზღვარგარეთ სწავლას?

- მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იყო ჩემი პირველი გასვლა საზღვარგარეთ, გარკვეული სირთულეები მაინც არის - ადვილი არ არის, მარტო წამოხვიდე უცხო ქვეყანაში და თავი დაიმკვიდრო. ყველაფრის კეთება შენ გიწევს - საცხოვრებლის მოწყობა, სწავლა, სამსახური, მეგობრები. თავიდან, ცოტა არ იყოს, სტრესულია ეს ყველაფერი, მაგრამ პიროვნულ ზრდასა და განვითარებაში იმდენად გეხმარება, რომ ნამდვილად ღირს. ადგილობრივები ძალიან რაციონალურები არიან, თბილი ხალხია. საერთოდაც, ლიბერალური გარემოა, მით უფრო, ამსტერდამში, რამაც თავიდან გამაკვირვა, მაგრამ ახლა მომწონს, რომ ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა გამოხატონ საკუთარი თავი.

- შენი წარმატებების შესახებ მოგვიყევი.

- რამდენიმე თვის წინ სტაჟიორად დავიწყე მუშაობა ერთ-ერთ საერთაშორისო სტარტაპ კომპანიაში. სტარტაპი 5 სხვადასხვა ქვეყანაში ოპერირებს: ამერიკაში, ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, ისრაელში, გერმანიაში. სტაჟირებიდან 1 თვის შემდეგ ანაზღაურებად თანამშრომლად ამიყვანეს და მომხმარებლებთან ურთიერთობები ჩამაბარეს. ცოტა მოგვიანებით დამფუძნებლებიც შემხვდნენ, გამესაუბრნენ და ევროპის ქვეყნებიდან სტაჟიორების მიღების, შერჩევისა და მათი მართვის მიმართულებაც ჩამაბარეს, ასევე - მომხმარებელთა მართვის მიმართულებაც და ამსტერდამში სტარტაპის ყველა ღონისძიების მართვა-კოორდინაცია.

სტუდენტისთვის საკმაოდ მაღალ პოზიციაზე ვარ. რაც უფრო მეტი მაქვს გასაკეთებელი, მით უფრო პროდუქტიული ვარ. ასევე ვარ ჩემი უნივერსიტეტის ელჩი და ღონისძიებებსა და მარკეტინგულ აქტივობებში ვარ ჩართული. ბანერებზეც ამ მიზეზით მოვხვდი. სამაგისტრო პროგრამებისთვის გამიზნული ამ მარკეტინგული კამპანიის იდეა ის იყო, რომ თუ მაგისტრატურაში კარგად ისწავლი, ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე დაიბეჭდები.

- რა არის საჭირო წარმატებისთვის, როგორ ფიქრობ, რა განსაკუთრებული უნარ-ჩვევები დაინახეს შენში?

- ალბათ ის, რომ ყველაფერზე ვპასუხობ „კის“ და ვცდილობ, საუკეთესო შედეგი მქონდეს. შეიძლება, რაც გეგმაში მაქვს, ყველაფერი არ გამომდის, მაგრამ მთავარი ის არის, რომ შესაძლებლობებს არ ვუშვებ ხელიდან..წაიკითხეთ სრულად