ავტორი:

"ჩვენ შორის ღმერთია" - რა უთხრა მეგი გოგიტიძემ რუს მაყურებელს 23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე

"ჩვენ შორის ღმერთია" - რა უთხრა მეგი გოგიტიძემ რუს მაყურებელს 23 დეკემბერს მოსკოვში გამართულ კონცერტზე

ბათუმელი მომღერალი მეგი გოგიტიძე რუსეთში წარმატებულ ტურნეს აგრძელებს და ამჯერად კონცერტების სერია მოსკოვსა და სოჭში გამართა. ერთ-ერთ კონცერტზე, რომელიც 23 დეკემბერს მოსკოვში შედგა, გოგიტიძე ტრადიციული ემოციურობით რუსი მაყურებლის წინაშე გამოდის და ამბობს:

„ჩვენს შორის ბევრი ტკივილია, ჩვენს შორის ბევრი ცრემლია, ჩვენს შორის ქარიშხლებია, უძილო ღამეები, სიძულვილი, შიშია ჩვენს შორის, მაგრამ ჩვენს შორის ღმერთია. და ეს სიკვდილზე დიდია. ჩვენს შორის ღმერთია და ეს ყველაფერზე მეტია...“

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე გოგიტიძემ ოკუპანტ ქვეყანაში არაერთი კონცერტი გამართა. ამის გამო, ბათუმში ერთ-ერთ კლუბში გოგიტიძის კონცერტი გაუუქმეს. კიდევ ერთი კონცერტი გაუქმდა სოჭში, რომელიც 29 ივლის უნდა გამართულიყო, თუმცა მხოლოდ გადაიდო და 25 დეკემბერს გოგიტიძემ სოჭში იმღერა...

კონცერტებზე დასასწრების ბილეთების ღირებულება 60-565 ლარამდეა...

"ხალხნო გეყოთ ამ "დაჭკნის" წერა. არ დავჭკნები, შანსი არაა... ვიდეოებს აზიარებთ თურმე ჩემი კონცერტებიდან და წერთ თუ რა უნიჭო ვარ. თქვენ ოღონდ დაწყნარდით და რაც გინდათ ის დაწერეთ. ის გააზიარეთ. ეს ბოტები კიდევ ვერ მოვიშორე.." ჩადებული ფულიც რო არ უმთავრდებათ?! ყველას არ ეხება რა თქმა უნდა.

უკვე ისე ვარ, დილით რო ვიღვიძებ, სანამ შემოვალ გოგონების დიდი ჯგუფი მხვდება (საქმიანები და შეშფოთებულნი) მაგრად მინდა ყავა დაგალევინოთ, მაგრამ ნუ ვირტუალურად ვერ ხერხდება", - ასე გამოეხმაურა იმ კრიტიკის ტალღას გოგიტიძე ჯერ კიდევ ზაფხულში, რაც რუსეთში მის კონცერტებს მოჰყვა.

ნახეთ ვიდეო: