ავტორი:

"მიხეილი გამოიყენება, როგორ სათამაშო, მარიონეტი რაღაც შოუსთვის, ეს უნდა შეწყდეს... რას ველოდებით, ახალ წელს?" - ლიზა იასკო

"მიხეილი გამოიყენება, როგორ სათამაშო, მარიონეტი რაღაც შოუსთვის, ეს უნდა შეწყდეს... რას ველოდებით, ახალ წელს?" - ლიზა იასკო

საქართველოს ექსპრეზიდენტის მეგობარი ქალი, ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის დამცირება უნდა დასრულდეს.

მისი თქმით, ექსპრეზიდენტს და მის მდგომარეობას კონკრეტული აუდიტორიისთვის სიამოვნების მინიჭებისთვის იყენებენ.

როგორც იასკო ამბობს, აუცილებელია სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და ეს არა მხოლოდ მთავრობის, არამედ პრეზიდენტის ვალდებულებაცაა.

"პირველ რიგში, მინდა ხაზი გავუსვა პოზიციას, რომელსაც ვისმენთ არესტოვიჩისგან და ფეიგინისგან. ეს არის მათი საკუთარი პოზიცია და უკრაინის მთავრობის პოზიციაა, რომ უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი საფრთხის ქვეშაა და ეს მიუღებელია. ასევე მიუღებელია ის, რა მოვლენებიც ვითარდება მის ირგვლივ - დამცირება, შეუსაბამო მოქცევა. მარკ ფეიგენი ცნობილი ადამიანია, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ადამიანების უფლებების დარღვევების საქმეში. მისი წონა დიდია დასავლეთში და მსოფლიოში. არ აქვს მნიშვნელობა მას მიხეილმა გაუგზავნა თუ არა წერილი, რასაც ახლა ვაკვირდებით, მიხეილ სააკაშვილი უგზავნის წერილებს სხვადასხვა უწყებებს და ეს აღქმულია ისე, თითქოს მის მიერ არის კოორდინირებული. ეს არ არის სიმართლე. მას არაფრის კოორდინირება არ შეუძლია, მისი ფსიქიკური მდგომარეობის გამო. მოხარული ვარ როდესაც ის ახერხებს წერილის მოწერას, მაგრამ ეს ყოველდღე არ ხდება. ვიცი, რომ დიდი შოუ არის წარმოჩენილი ბატონი მიშას ირგვლივ და რეალობა ძალიან მძიმეა.

ვხედავთ ადამიანს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც ძალიან მძიმეა. მას სჭირდება, რომ მისი ხმა გაჟღერდეს. მტკივნეულია იმის მოსმენა, რომ ვხედავთ სააკაშვილს არ აქვს უფლება დაწეროს წერილები, კომუნიკაცია ჰქონდეს თავის ადვოკატებთან. უკრაინელებს არ გვიკვირს ასეთი პოზიცია ქართული მხარისგან. ქართველებისგან უფრო მეტის მოლოდინი გვაქვს. ბევრი ქართველი ეხმარება უკრაინელებს ბრძოლაში, ვხედავთ ჩვეულებრივი ქართველებისგან სოლიდარობას. ვიცი, რომ ყველას თავისი პოზიცია აქვს, მაგრამ ეს არ უნდა დაუპირისპირდეს ჰუმანურობას. მთელი მსოფლიო მხარში უდგას უკრაინას, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სიმართლის მხარეს, სიბნელე ვერასოდეს გაიმარჯვებს. ექიმები, ხელოვანები, ყველა ამბობს, რომ მისი გადაყვანა აუცილებელია საზღვარგარეთ. ეს არის არა მხოლოდ მთავრობის, არამედ პრეზიდენტის ვალდებულება. ფეიგერმა ბრძანა, რომ პრეზიდენტს ყველა ინსტრუმენტი აქვს შეწყალებისთვის.

მისი ბრალი შეიძლება გადავადდეს, სხვადასხვა ინსტრუმენტები, ვარიანტები შეიძლება გამოვიყენოთ. რას ველოდებით, ახალ წელს? - ყველას რომ ჩაეძინება. ყველა ამბობს, რომ სააკაშვილმა უნდა გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ. ახლა რასაც ვაკვირდებით, ეს არის თამაში, პოლიტიკური ნარატივისთვის, რომ ვინმეს სიამოვნება მოგვარონ. ვინ არის ამ ყველაფრის მთავარი აუდიტორია. თითქოს ეს არის სიყალბე და მას დაავადებები არ აქვს, არ მგონია ხალხს ეს სჯეროდეს. უმრავლესობამ ნახა, რომ ის არის ავად. საკმაოდ ბევრი გაკეთდა ამ ადამიანის დამცირებისთვის... რისი მიღწევაც უნდოდა "ქართულ ოცნებას", მიღწეულია.

ისინი ამბობენ, რომ ქვეყანაში უნდა დარჩეს, მაგრამ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. შეგიძლიათ გამოაქვეყნოთ ფოტოსურათები თუ ვიდეოჩანაწერები, ყველა ამაზე დაიწყებს საუბარს. ის გამოიყენება, როგორ სათამაშო, მარიონეტი რაღაც შოუსთვის, ეს უნდა შეწყდეს, არ უნდა ხდებოდეს ადამიანის მკვლელობა ხალხის თვალწინ", - ამბობს იასკო "ფორმულასთან" საუბარში.