ავტორი:

"ასეთი ხუმრობა გამიგია: "რუსები, რომელთა თავისუფლებისთვისაც რუსეთს ომი აქვს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ" - ესტონეთის პრემიერი

"ასეთი ხუმრობა გამიგია: "რუსები, რომელთა თავისუფლებისთვისაც რუსეთს ომი აქვს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ" - ესტონეთის პრემიერი

"განათლების მიღების ენა - ეროვნული უსაფრთხოების საკითხია", - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა ETV+-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში საგანმანათლებლო სისტემის ესტონურ ენაზე გადაყვანის ახალ გადაწყვეტილებასა და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირი არსებობს.

“კავშირი იმ მხრივ არსებობს, რომ განათლება - ეს უსაფრთხოების საკითხია. რას შვება რუსეთი? ის ცდილობს სხვა ქვეყნებში რუსულენოვნების “გათავისუფლებას” - ხალხის, რომლებსაც არანაირი გათავისუფლება არ სჭირდება. ასეთი ხუმრობა გამიგია: "რუსები, რომლის თავისუფლებისთვისაც რუსეთი ომობს, მის საზღვრებს გარეთ ცხოვრობენ".

რუსეთის შიგნით თავისუფლების მხრივ საქმეები არც ისე კარგადაა. თუმცა ნათელია, რომ არის განსაკუთრებული გამიზნული პროპაგანდა - და, ვთქვათ, ისტორიის გაშუქება. და ეს უსაფრთხოების საკითხია”, - აღნიშნა კალასმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ესტონეთისთვის, როგორც პატარა ქვეყნისთვის, უსაფრთხოების საკითხია, რომ მისი მოქალაქეები ერთ საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობდნენ და არ შეიქმნას ვითარება, რომ რუსულენოვანმა ხალხმა უარესი განათლება მიიღოს და ამის გამო ნაკლები შესაძლებლობები და სრულიად სხვა მსოფლმხედველობა ჰქონდეთ.

ცნობისთვის, 12 დეკემბერს ესტონეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც განათლების ესტონურ ენაზე გადასვლას უწყობს ხელს, კერძოდ კი ადგენს, რომ სკოლებსა და საბავშვო დაწესებულებებში განათლების მიღების ენას ესტონური ენა წარმოადგენს. 20 დეკემბერს კანონს პრეზიდენტმა ალარ კარისმა მოაწერა ხელი.