ავტორი:

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მამა და ბაბუა დაჭრა, დაკავებულია -  რას აცხადებენ შსს-ში?

ახალგაზრდა კაცი, რომელმაც მამა და ბაბუა დაჭრა, დაკავებულია -  რას აცხადებენ შსს-ში?

მარნეულში მამისა და ბაბუის დაჭრის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. დანაშაული 27 დეკემბერს მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცმა მამა და ბაბუა დაჭრა. მამას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული, ბაბუა კი ფილტვშია დაჭრილი.

როგორ შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109 მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.