როგორ ჩაიარა თქვენი კომპანიისთვის მიმდინარე 2022 წელმა?
2022 წელი ალაგისთვის მნიშნელოვანი ცვლილებების წელი აღმოჩნდა, ერთი წინადადებით რომ შევაჯამოთ, ეს იყო თამამი გადაწყვეტილების, მუშაობის სრულად განსხვავებული და ინოვაციური მეთოდების დანერგვის წელი.
ჩვენი ინდუსტრიის ბოლოდროინდელ გამოწვევებს მნიშვნელოვანი ტრანსფორმაციით ვუპასუხეთ. დავიწყეთ დასავლურ საუნივერსიტეტო მეთოდოლოგიასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული სტრუქტურული ცვლილებების განხორციელება
აღნიშნულის განხორციელება ნამდვილად არ იყო მარტივი ვინაიდან საჭიროებდა მასშტაბურ სამუშაოებს, როგორც მოსამზადებელ ეტაპზე, ისე მეთოდოლოგიის დანერგვისა თუ რუტინაში ცვლილებების უმტკივნეულო ინტეგრაციის პროცესში. ახლა უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღნიშნულმა ტრანსფორმაცია აღმოჩნდა ეფექტური და შედეგიანი. საერთო ჭრილში, ალაგი ლოგისტიკისთვის, 2022 წელს შეგვიძლია წარმატებული ვუწოდოთ.
რით განსხვავდება თქვენი შეთავაზებები კონკურენტების მომსახურებებისაგან?
ჩვენ ყოველთვის და ყველგან ვსაუბრობთ მომსახურეობის, სერვისის ხარისხზე. მიუხედავად იმისა, რომ ბაზარი შესაძლოა არ იყოს მზად ამისთვის, ხოლო ხარისხიანი და თანამედროვე მომსახურეობა არ გულისხმობს დაბალ ტარიფებს. ალაგში მიგვაჩნია, რომ ამ თემის წინ წამოწევა, ადრე თუ გვიან გახდება აქტუალური და ჩვენ ჩვენი ღირებულებებით და ხედვებით ავანგარდში ვიქნებით, რადგანაც ლოგისტიკის სფეროში ხარისხიან მომსახურეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ხარისხი, რომელიც თავის მხრივ გულისხმობს სრულ პასუხისმგებლობას, რაც თავისთავად აერთიანებს ყველა რისკს, გამოცდილებას და ცოდნას.
რომელ პროექტს გამოარჩევდით 2022 წელს?
ალაგის პრიორიტეტულ და ერთ-ერთ უმთავრეს პროექტად მივიჩნევთ სახელმწიფო მნიშვნელობის ახალი გზის მიმდინარე მშენებლობას რიკოთის უღელტეხილზე, აჭარის მიმართულებით. უკვე მესამე წელია ალაგს საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეაქვს ამ სატრანსპორტო დერეფნის შექმნის საქმეში და წარმატებით ახორციელებს მშენებლობისათის ტვირთების ტრანსპორტირებას აზიის ქვეყნებიდან.

რა არის თქვენი ძირითადი გეგმა/გეგმები, რომელიც 2023-ში სისრულეში უნდა მოიყვანოთ?
2023 წლის გგანმავლობაში ვგეგმავთ აზიის ქვეყნებიდან ლოგისტიკური ჯაჭვის ყოველი რგოლის აწყობას საკუთარი რესურსებით. რაც გულისხმობს, იმას რომ პროცესის ყოველი ეტაპი, ყოველი ნაბიჯი იქნება განხორციელებული დამოუკიდებლად, საკუთრივ ალაგი ლოგისტიკსის მიერ. სამუშაოები უკვე დაწყებულია, მოითხოვს უდიდეს ძალისხმევას და დიდ დროს, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ ამ გამოწვევას წარმატებით გავუმკლავდებით და 2023 წლისთვის მივიღებთ მარშრუტის ახალ, სრულად გამართულ ფორმატს.
რა სირთულეები ახასიათებს და გამოწვევები ლოგისტიკას, რომელთანაც გიწევთ შეხება?
ერთ-ერთი გამოწვევაა საეჭვო კომპანიები და მათი საქმიანობის ნეგატიური შედეგები. დავიწყებ იმით, რომ ნებისმიერი ბიზნესმენისთვის მნიშნელოვანია
უსაფრთხოების შეგრძნება. ბაზარზე ბევრია „1 და 2 კაციანი კომპანიები“, რომელთაც მსხვილი კომპანიები, არ აღვიქვამთ უშუალო კონკურენტებად, მაგრამ, რადგანაც მსგავსი კომპანია ბევრია, ნაწილობრივ ზარალდება ბაზარი. მაგალითისთვის მაშინ, თუ ხსენებული კომპანიები ვერ ასრულებენ იმ დაკვეთას, რომელსაც პირდებიან მომხმარებელს, ჩნდება უნდობლობა ზოგადად დარგის, სფეროს მიმართ. ასეთი შემთხვევები მრავლად ხდება, რაც მათ შორის აზიანებს საფასო პოლიტიკასაც. არ ვგულისხმობ, რომ ბაზარზე არ უნდა იყვნენ ამ ტიპის, მცირე მოთამაშეები, ეს საჭიროცაა. ყველას უნდა ჰქონდეს ბიზნესის კეთების და განვითარების საშუალება, მაგრამ ეს უნდა აკეთოს მცოდნე, პასუხისმგებლიანმა და კომპეტენტურმა სპეციალისტმა. როგორც იტყვიან პური მეპურემ უნდა გამოაცხოს. სავარაუდოდ, ადრე თუ გვიან გაჩნდება გარკვეული რეგულაციების შემოღების აუცილებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ექსპორტიორთა და იმპორტიორთა ზარალი სისტემატიურ სახეს მიიღებს, ჯაჭვური რეაქციით ეს გავრცელდება რელევანტურ სფეროებზეც, ლოგისტიკის დარგზეც და ზოგადად ეკონომიკაზეც აისახება დიდი ალბათობით. შედეგების გამოსწორებასაც საკმაოდ დიდი დრო დაჭირდება, როგორც ოპერაციულს, ისე რეპუტაციულს... საჭიროა ისეთი ლიცენზიების შემოღება, რომელიც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს, შემთხვევითი ადამიანების და არაპროფესიონალების, დროებით შემოსეირნებისგან დაიცავს ლოგისტიკას.
სამომავლო პროექტებსა და სიახლეებზე რომ გვესაუბროთ
ჩვენი მიზანია, ყველა სერვისის ყოველი ეტაპი, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებელს იყოს განხორციელებული თავიდან ბოლომდე ალაგის მიერ, ქვეკონტრაქტორების გარეშე. გარდა ამისა, ვგეგმავთ წარმოვადგინოთ ჩვენს მიერ შექმნილი მენეჯმენტისა და პროცესების მართვის პროგრამა, რომელიც სრულად შეესატყვისება ჩვენს ქვეყანას და დარგს, რომელშიც ალაგი ლოგისტიკსი ოპერირებს.
ტრანსპორტირების თანამდევი პროცესებიდან გამომდინარე, ვიაზრებთ და ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას, იმის გამო, რომ გადაზიდვების შედეგად, პირდაპირი ზემოქმედებით თუ ირიბად ზარალდება ბუნება. გვაქვს მზაობა ჩავერთოთ მწვანე პოლიტიკაში. ჩვენს პარტნიორებთან ერთად მივიღებთ გამწვანების მასშტაბურ კამპანიებში მონაწილეობას.
განვითარების განსაკუთრებულ ეტაპზე მყოფი ბიზნეს სფეროები საჭიროებენ ინოვაციურ ნაბიჯებს, შედეგად ალაგი გეგმავს ციფრულ სივრცეში შეჭრას და ოფისის გახსნას მეტავერსში, საქართველოს კანონმდებლობასთან ჰარმონიაში ფინანსურ ოპერაციებს და ანგარიშსწორებას კრიპტოვალუტაში. ალაგს გეგმაში აქვს პროცესების თანამედროვე გზით განვითარება და დიჯიტალიზაცია. სწორედ ამიტომ, ჩვენთან ალაგში, მნიშვნელოვანია ვიყოთ ტექნოლოგიურად ძლიერები, ხოლო ყველა პროცესი იყოს გაციფრებული, რასაც შეცდომების შანსი ნულამდე დაჰყავს. არანაკლები მნიშვნელობისაა ტვირთების დაზღვევის უცვლელი პრაქტიკა, რომელიც ალაგშია დანერგილი. უფრო კონკრეტულად კი დაზღვევა როგორც ე.წ. საინვოისო ღირებულების, ისე გადამზიდავის პასუხისმგებლობის. ყოველი რისკი, წვრილმანი თუ დეტალი გათვალისწინებულია. ჩვენმა პარტნიორებმა, სწორედ ასე მოვიხსენიებთ კლიენტებს, თავი მშვიდად და თავდაჯერებულად უნდა იგრძნონ, იმ წამიდან, როდესაც ტვირთსებს ალაგს მიანდობენ.
ყოველი სიახლისა და წარმატების უკან დგას ალაგის პროფესიონალთა გუნდი, რომლის განვითარებას და დახვეწას ვცდილობთ განსაკუთრებული კორპორატიული კულტურის დანერგვის გზით. რაც გულისხმობს მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობას, ზრუნვას მათ ჯანმრთელობაზე და ჯანსაღი ცხოვრების წესზე.
მაგალითად, სამუშაო დღეები ხშირად იწყება ჩვენს მიერ სახელდებული „კითხვის საათით“, იქნება ეს მხატრული თუ პროფესიული ლიტერატურა - დილის მონაკვეთი ეთმობა მას; სიამოვნებით ვმასპინძლობთ ქართველ მწერლებს და მათი წიგნების პრეზენტაციას; გვაქვს დილის სტენდაპები - რაც სპიკერის დღის გეგმასა და განსახორციელებელი აქტივობების ჩამონათვალს გულისხმობს, ეს მეთოდი მათ პოზიციებს ამყარებს და აძლიერებს. გვაქვს დაგეგმილი კადრების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით თანამშრომლების ევროპაში მივლინება, ბაზრის ლიდერ კომპანიებთან სტაჟირებით. ამჟამად მიმდინარეობს შერჩევისა და მოლაპარაკებების პროცესი. ის რომ, კომპანია წაახალისებს ცოდნას და ჯანმრთელ ცხოვრებას, ამაზე უკვე ვისაუბრეთ და უკვე რუტინად ქცეული ინგლისურის გაკვეთილებისა და ვარჯიშის ფინანსური მხარდაჭერაზე აღარ შევჩერდები.
დასასრულს კი მინდა ვთქვა, რომ მომავალ 2023 წელს განსაკუთრებული იმედებით, მოლოდინებით და გეგმებით ვხვდებით. ვპირდებით ჩვენს პარტნიორებს, რომ ალაგი მათ სამსახურში კიდევ უფრო მოდერნიზებული, დახვეწილი და გამართული სტრუქტურით იქნება, ხოლო მათი ტვირთი კიდევ უფრო საიმედოდ და გარანტირებულად, ოპერატიულად მიაღწევს დანიშნულების ადგილს, რაზეც ჩვენი გამოცდილი გუნდი იზრუნებს.
სწორედ ჩვენი პარტნიორების დამსახურებაა ალაგის სწრაფვა სრულყოფისაკენ. მათი წარმატებები განსაზღვრავენ და განაპირობებენ ჩვენს როგორც მცირე, ისე დიდ მიღწევებს.
NS