ავტორი:

"საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რა გახდა ამის მიზეზი?

"საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რა გახდა ამის მიზეზი?

"საქართველოს ბანკმა“ რუსეთის 200-მდე მოქალაქის საბანკო ანგარიში დახურა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ "ფორბსში“ გამოქვეყნდა.

გამოცემა წერს, რომ 23 დეკემბერს, "ტელეგრამის" ჩატით "საქართველოს ბანკები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის“ შემაშფოთებელი შეტყობინებები გავრცელდა. მომხმარებლებმა დაწერეს, რომ საქართველოს უმსხვილესმა ბანკმა, "საქართველოს ბანკმა“ დაიწყო SMS და ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების გაგზავნა. მათი ანგარიშების გარდაუვალი დახურვის შესახებ. ბანკი მომხმარებელს სამიდან ხუთ დღეს აძლევდა თანხის გასატანად. ანგარიშის დახურვის მიზეზებზე შეტყობინებებში არაფერს ამბობდნენ.

"საქართველოს ბანკის“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა რუსულ გამოცემა "კომერსანტს“ დაადასტურა, რომ ბანკი ნამდვილად ხურავს ანგარიშების ნაწილს. ბანკის წარმომადგენელმა ანგარიშების დახურვის ზუსტი მიზეზის დასახელებაზე უარი თქვა. ოფიციალურ კომენტარში ბანკის წარმომადგენელი ხაზს უსვამს, რომ ღონისძიება შეეხო არა მხოლოდ რუსებს. ტექნიკური დახმარების ზოგიერთი თანამშრომელი კი რუს კლიენტებს პასუხობს, რომ მათი ანგარიშების დახურვის საფუძველი სწორედ მოქალაქეობა გახდა.

საქართველოში ცხოვრების შესახებ "ტელეგრამის" ერთ-ერთი არხის შემქმნელი ნიკოლაი ლევშიცი, ბანკის დაზარალებულ კლიენტებზე დაყრდნობით წერს, რომ BOG-ის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, კრიპტოვალუტის სატრანზიტო ოპერაციებთან იყოს დაკავშირებული."

"ბიზნესპრესნიუსი" "საქართველოს ბანკს “დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება უჩვეულო და რისკის შემცველ ქცევას უკავშირდება და არა მოქალაქეობას. ბანკში ასევე განმარტავენ, რომ კანონი აძლევთ უფლებას, კლიენტებს დასაბუთების გარეშე უარი უთხრან მომსახურებაზე ან დაუხურონ ანგარიშები.

გააგრძლეთ კითხვა