ავტორი:

"თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა ხელბორკილები გამომატანა, მოირგეთ, იმიტომ რომ დიდხანს მოგიწევთ ტარება" - ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს

"თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა ხელბორკილები გამომატანა, მოირგეთ, იმიტომ რომ დიდხანს მოგიწევთ ტარება" - ირაკლი ნადირაძე კახა კალაძეს

თბილისის საკრებულოს დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ნადირაძემ თბილისის მერ კახა კალაძისთვის ხელბორკილების გადაცემა სცადა, რასაც საკრებულოს სხდომათა დარბაზში მსხდომი სხვა დეპუტატების გაღიზიანება მოჰყვა.

როგორც ნადირაძემ აღნიშნა, ხელბორკილები მას პარლამენტის დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ხაბეიშვილმა გამოატანა.

„თქვენ მიხეილ სააკაშვილს პირადად იცნობთ და ძალიან უხერხულია თქვენი განცხადებები, როდესაც ეს განცხადებები პუტინის გარემოცვის განცხადებებს ემთხვევა. თქვენ იყავით ის ადამიანი, რომელიც, წლების განმავლობაში შესციცინებდით ამ კაცს. ამასთან, თქვენ ხშირად ახსენებთ ხოლმე ლევან ხაბეიშვილს, მე კითხვები აღარ მაქვს თქვენთან, ყველაფერი გარკვეულია, თქვენთან ლევან ხაბეიშვილმა გამომატანა ნამდვილი ხელბორკილები. მოირგეთ, იმიტომ, რომ დიდხანს მოგიწევთ ამ ხელბორკილების ტარება,“- განაცხადა ნადირაძემ.

ცნობისთვის, კახა კალაძე საკრებულოში 2022 წლის საქმიანობის ანგარიშსა და 2023 წლის ბიუჯეტს წარადგენს.