ავტორი:

"ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია..." - საქართველოს პრეზიდენტი

"ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია..." - საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე გააკრიტიკა ხელისუფლების წარმომადგენლები პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის შეწყალებასთან დაკავშირებით მის მიმართ გაკეთებული განცხადებების გამო. სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ ადამიანები, რომლებიც ახლა მორალს უკითხავენ, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იყვნენ.

"ვიცი, რომ ეს აქცია იყო არამხოლოდ იმ ადამიანებისგან ორგანიზებული, ამას თან ახლდა სხვადასხვა მესიჯბოქსები, რაც ვრცელდებოდა ამ ბოლო დღეებში. ეს იყო მიზანმიმართული, რომ მომხდარიყო ზეწოლა პრეზიდენტზე იმ ადამიანებისგან, იმ პარტიისგან, რომლის მეთაურები არსად იყვნენ 2007 წელს. მაშინ ყველაფერი მომხდარი იყო და ნათელი იყო. ეს ადამიანები, რომლებიც დღეს მემუქრებიან სხვადასხვა ფორმით, კარიერით თუ სხვადასხვა ფორმით. ეს ადამიანები არსად არ იყვნენ მაშინ. ახლა ეს ადამიანები მიკითხავენ მორალს, როგორ უნდა ვებრძოლო სააკაშვილს, რომელიც ახლა დაცემულია... რას მიკითხავენ მორალს და რას მასწავლიან, თუნდაც ის ოთხეული, რომელიც იქეთ-აქეთ დარბიან.

აქ ნათელია, რომ ერთობლივი თამაშია სხვადასხვა ძალის, რომელიც ვითომ დაპირისპირებულები არიან..." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: