ავტორი:

"მერიას გაუკვირდა, რატომ უწოდა "რუსული სოფელი" მათ მიერ გახსნილ ბაზრობას ზურაბიშვილმა... იმიტომ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

"მერიას გაუკვირდა, რატომ უწოდა "რუსული სოფელი" მათ მიერ გახსნილ ბაზრობას ზურაბიშვილმა... იმიტომ, რომ..." - რას წერს გია ხუხაშვილი?

ექსპრეტი გია ხუხაშვილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის "კარებთან რუსული სოფელია“.

მისი თქმით, მხოლოდ ათონელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია კი არა, მთელი ქალაქი რუსი დეზერტირების ბაზრად არის ქცეული.

"მერიას გაუკვირდა, რატომ უწოდა "რუსული სოფელი" მათ მიერ გახსნილ ბაზრობას სალომე ზურაბიშვილმა. იმიტომ უწოდა ბატონებო, რომ ერთხელ რომ გაიაროთ ამ სოფელში, ან აქვე, თბილისის გულში შეიხედოთ რესტორანში, მარკეტში, ბანკში, საბავშვო ცენტრში, თუ პარკში, თქვენი ბრიყვული პოლიტიკის გამო ყველგან რუსული სოფელი დაგხვდებათ.

ჩვენი შვილების და შვილიშვილების ადგილი აღარ დატოვეს არსად ”უფროსმა ძმებმა" მთელი ქალაქი რუსი დეზერტირების ბაზრად აქციეთ…" - წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი სასახლის კარებთან „რუსული სოფელია“.

"რუსული სოფელია, აგერ ჩემს კარებთან. არცერთ ქვეყანაში არ იქნებოდა პრეზიდენტის სასახლის წინ, მით უმეტეს ასეთ დაძაბულ პერიოდში ასეთი სოფელი გამართული”,- განაცხადა პრეზიდენტმა.

თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ ზურაბიშვილის განცხადებას უცნაური უწოდა.

"ვინ ვის უკითხავს მორალს არ ვიცი, მეც ახლა მივიღე ეს ინფორმაცია. ცოტა უცნაურია, მეცინება, რატომ უწოდეს ამას რუსული სოფელი. მე მინახავს ასეთი სოფელი ევროპაში, ვაკეთებთ ისეთ სოფელს, როგორიც არის ევროპაში. რუსეთში მე პირადად არ ვყოფილვარ, ვინც ყოფილა, მან შეიძლება გააკეთოს შეფასება. მე წარმოდგენა არ მაქვს”, - აცხადებს ირაკლი ხმალაძემ.