ავტორი:

"ზურაბიშვილს "ოცნების" წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს, დავიცავ" - დეკანოიძე

"ზურაბიშვილს "ოცნების" წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს, დავიცავ" - დეკანოიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დაიცავს, თუ დასჭირდება „ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან“ დაცვა.

ამის შესახებ ხატია დეკანოიძემ სოციალურ ქსელში დაწერა და გამოეხმაურა პრეზიდენტის დღევანდელი ბრიფინგის შინაარს.

დეკანოიძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილს ესმის, ქვეყანა ჩიხიდან ვერ გამოვა, თუ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვერ გადარჩება.

"ზურაბიშვილს ოცნების წახალისებული ადამიანების მივარდნისგან დაცვა რომ დასჭირდეს - დავიცავ.

ვფიქრობ, მასაც ესმის, რომ ამ ჩიხიდან ვეღარ გამოვალთ და ევროპისკენ ვერასდროს წავალთ თუ მიშა ვერ გადარჩა. იმედია”,- წერს Facebook-ზე ხატია დეკანოიძე.