ავტორი:

რატომ არის უძრავი ქონების შეძენა კარგი ინვესტიცია?

რატომ არის უძრავი ქონების შეძენა კარგი ინვესტიცია?

უძრავ ქონებაში თანხის ინვესტირება ძალიან მიღებული და გამართლებული მეთოდია. ამით გზით, აგროვებთ კაპიტალს და იცავთ ფულს ინფლაციისგან. სფეროს სპეციალისტებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა რომ 2011 – 2022 წლებში უძრავი ქონების მესაკუთრეთა კაპიტალის ღირებულება თითქმის სამჯერ გაიზარდა.

არსებობს სხვადასხვა გზები, როგორ მიიღოთ სარგებელი უძრავი ქონების შეძენით, გთავაზობთ რამდენიმეს:

  • იყიდეთ ბინა მშენებლობის პროცესში, გაარემონტეთ და გაყიდეთ ძვირად

როგორც წესი, ქონება მშენებლობის პროცესში უფრო იაფი ღირს, ვიდრე დასრულების, ან რემონტის შემდეგ, ეს კი იძლევა შანსს შეიძინოთ ბინა ხელსაყრელ ფასად მშენებლობისას და გაყიდოთ დასრულების შემდეგ. რემონტი კიდევაც რომ არ გააკეთოთ და იმავე კონდიციით გაყიდოთ, როგორც სამშენებლო კომპანია ჩაგაბარებთ, მაინც მიიღებთ სარგებელს.

  • შეიძინეთ პატარა ბინა საკურორტო ზონებში და გააქირავეთ

იდეალურია თუ ტურისტებზე იმუშავებთ, რადგან ისინი მოდიან წინასწარ განსაზღვრული ვადით და კარგად იხდიან კომფორტულ საცხოვრებელში.

  • იყიდეთ ბინა იპოთეკური სესხით და გადაიხადეთ სესხი ქირით

ეს არის ინვესტიცია გრძელვადიან პერსპექტივაში, თუმცა წაგებული მაინც არცერთ შემთხვევაში არ რჩებით, რადგან სესხის დაფარვის შემდეგ ერთით მეტი ქონება გექნებათ. ასეთ შემთხვევაში მთავარია მუდმივად გყავდეთ ქირაობის მსურველი ადამიანები, რათა სესხის ყოველთვიურად გადახდა არ გაგიჭირდეთ.

საინვესტიციო უძრავი ქონების მოსაძებნად საუკეთესო პლატფორმა არის area.ge, სადაც წარმოდგენილია გასაყიდი ქონება მთელი საქართველოს მასშტაბით.

ახალაშენებული ბინებით ხართ დაინტერესებული, მშენებარით თუ მეორეულით, არეაზე აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველს.

საძიებო ფილტრში მონიშნავთ იმ ძირითად კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ქონება და საიტი ზუსტად იმას წარმოგიდგენთ, რაც თქვენს მოთხოვნებს შეესაბამება.

თუ ქონების შესაძენად იპოთეკური სესხი გჭირდებათ, ისევ არეას საიტიდან შეძლებთ მიღებას სახლიდან გასვლის გარეშე. თქვენს მიერ შერჩეული განცხადებიდან გადახვალთ იპოთეკური სესხის გვერდზე, შეავსებთ აპლიკაციას პირადი ინფორმაციით და გააგზავნით ბანკში მოთხოვნას. განხილვის შემდეგ კი დაგიკავშირდებათ ბანკის თანამშრომელი და გააგრძელებს სესხის აღების პროცედურას.

როდესაც სახლის გაყიდვის დრო მოვა, არეა მაშინაც დაგეხმარებათ. ქონების ვიზუალიზაცია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია, რასაც დიდი წვლილი მიუძღვის ბინის გაყიდვის საქმეში. კარგი ხარისხის და ნათლად გადაღებული ფოტოები უქმნის წარმოდგენას და იწვევს მაძიებლის დაინტერესებას.

იმისთვის, რომ თქვენი ქონება ეფექტურად იქნეს წარმოჩენილი უძრავი ქონების პორტალზე, არეა გთავაზობთ ფოტოგრაფის მომსახურებას, რომელიც შესაბამისი ტექნიკით ესტუმრება თქვენს გასაყიდ სახლს, გადაიღებს ნათელ, აღქმად ფოტოებს, რომლის დახმარებითაც მაძიებელს შეექმნება პირველადი წარმოდგენა ქონებაზე და გამოხატავს ინტერესს.

იმისთვის, რომ თქვენი განცხადება რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს და გარიგება წარმატებით დასრულდეს, უნდა განათავსოთ ის area.ge - ზე, რადგან ესაა უძრავი ქონების ყველაზე დიდი პორტალი საქართველოში.

R