ავტორი:

"ვიბომბებით! ზანზარებს ყველაფერი" - მედიის ცნობით, ოკუპანტებმა კიევზე მიიტანეს იერიში: რა ხდება ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქში

"ვიბომბებით! ზანზარებს ყველაფერი" - მედიის ცნობით, ოკუპანტებმა კიევზე მიიტანეს იერიში: რა ხდება ამ წუთებში უკრაინის დედაქალაქში

აფეთქებების ხმა ისმის უკრაინის დედაქალაქ კიევში. ინფორმაცია "ტელეგრამში" ვრცელდება.

Nexta-ს ცნობით, გაისმა რამდენიმე ძლიერი აფეთქების ხმა. ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ. "უნიანის" ინფორმაციით, აფეთქებების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს კიევის მერი, ვიტალი კლიჩკო.

კიევში აფეთქბების შესახებ წერს, ქართველი აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც უკრაინის დედაქალაქში იმყოფება.

  • "ვიბომბებით! ბევრი თვეა ასეთი მძლავრი აფეთქებები არ ყოფილა! რამდენიმე ზედიზედ... ზანზარებს ყველაფერი", - წერს მაქარაშვილი.

ცნობისთვის, დღეს დილიდან უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ის მხოლოდ ქვეყნის დასავლეთ ოლქებს არ შეეხო. როგორც ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ აცხადებს, ადგილობრივი დროით 05:33 საათზე საჰაერო განგაში სამხრეთის ოლქებში გამოცხადდა, 06:04 საათისთვის კი, განგაში დასავლეთ ოლქების გარდა დანარჩენ ყველა რეგიონზე გავრცელდა.

ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ განმარტავს, რომ რუსებმა შავ ზღვაში ორი წყლისზედა რაკეტმზიდი გამოიყვანეს, რომელსაც მოგვიანებით წყალქვეშა ხომალდიც დაემატა. გარდა ამისა, შეინიშნება სტრატეგიული ავიაციის აქტივობა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის საჰაერო სივრცეში რუსეთის მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტა შემოვიდა.

"29.12.2022. მთელი უკრაინის თავზე „ბოროტი რუსული სამყაროს“ მიერ გაშვებული 120-ზე მეტი რაკეტაა, რათა გაანადგუროს კრიტიკული ინფრასტრუქტურა და მასობრივად დახოცოს მოსახლეობა.

ველით მორიგ წინადადებებს „სამშვიდობოებისგან“ „მშვიდობიან დარეგულირებაზე, „უსაფრთხოების გარანტიებზე რუსეთისთვის“და არასასურველ პროვოკაციებზე“, - განაცხადა პოდოლიაკმა.