ავტორი:

ნიკა მელია ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა - "არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო"

ნიკა მელია ადასტურებს, რომ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა - "არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო"

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ არ უარყო, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

"არა, არ უარვყოფ," - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, მას ბოლო ერთი წლის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შესაძლებლობა არაერთხელ ჰქონდა, თუმცა შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრია.

"ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გითხრათ ის, რისი თქმაც ყოველთვის შეიძლება, მაგრამ არის საკითხები, როდესაც შეიძლება ბოლომდე გულახდილი ვერ ვიყო," - განაცხადა მელიამ.

მისი თქმით, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილი შექმნილ უმძიმეს რეალობას საღად აფასებს.

„მე მიხარია როგორ ჩანს, სალომე ზურაბიშვილი აფასებს ძალიან საღად შექმნილ უმძიმეს რეალობას, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის, ამაზე საუბარი მე არ შემიძლია. ვიტოვებ იმედს რომ ის, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, გვქონდა მასთან დაკავშირებით რბილად რომ ვთქვათ, ჩვენ პრეტენზიები, არ გვქონდა, ეს ყველაფერი ახლა არის მეასეხარისხოვანი, ვგულისხმობ "ნაცმოძრაობის" ამომრჩევლებს, მე, როგორც პარტიის თავმჯდომარეს.

ჩვენ, ყველანი ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ ქვეყნის განვითარების ვექტორზე. არამხოლოდ ქვეყნის საგარეო პოლიტიკური განვითარების ვექტორზე, არამედ ზოგადად, როგორები გვინდა ვიყოთ - გვინდა, რომ ვკლავდეთ კვლავ პრეზიდენტს, რომელსაც ავტომატურად მოჰყვება რკინის ფარდის ჩამოშვება და მის მიღმა აღმოჩენა ლუკაშენკოს ბელარუსსა და პუტინის რუსეთთან ერთად, თუ დეკლარირებულად უკვე ვხდებით ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. ეს დევს სასწორზე დღეს," - განაცხადა ნიკა მელიამ.